აიდა (ვერდი)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''აიდა''' – (იტალ. Aida), [[ჯუზეპე ვერდი]]ს [[ოპერა]] ოთხ მოქმედებად. | '''აიდა''' – (იტალ. Aida), [[ჯუზეპე ვერდი]]ს [[ოპერა]] ოთხ მოქმედებად. | ||
| − | 1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით კაიროში საოპერო თეატრი აშენდა. 1870 წელს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მთავრობამ ვერდის ეგვიპტურ სიუჟეტზე ოპერის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორს მეგობარმა გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის, აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი, რის მიხედვითაც ანტონიო გისლანცონიმ [[ლიბრეტო]] შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა | + | 1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით კაიროში საოპერო თეატრი აშენდა. 1870 წელს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მთავრობამ ვერდის ეგვიპტურ [[სიუჟეტი|სიუჟეტზე]] ოპერის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორს მეგობარმა გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის, აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი [[სცენარი]], რის მიხედვითაც ანტონიო გისლანცონიმ [[ლიბრეტო]] შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა [[ლიბრეტო]]ს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, ჩვეულებისამებრ, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. მუშაობის პროცესში ვერდი ბევრს კითხულობდა ეგვიპტეზე, მის ისტორიაზე, ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე. |
| − | გისლანცონი. მუშაობის პროცესში ვერდი ბევრს კითხულობდა ეგვიპტეზე, მის ისტორიაზე, ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე. | + | |
| − | „აიდას“ მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს კაიროს ოპერის თეატრში შედგა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის | + | „აიდას“ მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს კაიროს ოპერის თეატრში შედგა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის [[პრემიერა]]ს არ დასწრებია. |
| − | 1871 წლის სექტემბერში ვერდიმ „აიდას“ დადგმა მილანში, ლა | + | 1871 წლის სექტემბერში ვერდიმ „აიდას“ დადგმა მილანში, [[ლა სკალა]]ში გადაწყვიტა. კომპოზიტორი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დადგმისთვის. თავად ასწავლიდა [[პარტია (მუსიკა)|პარტიებს]] მომღერლებს. თუმცა მხოლოდ მომღერლებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა მისი აქტიურობა. ვერდი მუშაობდა [[სცენოგრაფია|სცენოგრაფიის]] ცალკეულ დეტალებზეც. მაგალითად, ითხოვდა, [[სცენა]]ზე ის ადგილები მონიშნულიყო, საიდანაც [[სტატისტი|სტატისტები]] და მომღერლები უნდა გამოსულიყვნენ. ვერდის აზრით, [[ორკესტრი]] არ უნდა ჩანდეს სცენაზე. „ეს ჩემი იდეა კი არ არის, [[ვაგნერი რიხარდ|ვაგნერს]] ეკუთვნის და დიდებულიცაა. რა უაზრობაა, დღემდე ჩვენი საცოდავი ფრაკები და ჰალსტუხები ეგვიპტელების, ასირიელების და სხვათა კოსტიუმებში რომ არის არეული… ამას კიდევ ის დაუმატეთ, რომ ჰაერში ჩანს [[არფა|არფების]] თავი, კოტრაბასების თავები და [[დირიჟორი]]ს სწრაფი ჟესტიკულაცია“. |
| − | ოპერაში ორი დაპირისპირებული მხარეა ეთიოპიელები და მათი დამპყრობლები - ეგვიპტელები. ოპერის ცენტრში ორი ქალია, ორივე მეფის შთამომავალი და სიყვარულის მსხვერპლი: ამნერისი - ეგვიპტის | + | ოპერაში ორი დაპირისპირებული მხარეა ეთიოპიელები და მათი დამპყრობლები - ეგვიპტელები. ოპერის ცენტრში ორი ქალია, ორივე მეფის შთამომავალი და სიყვარულის მსხვერპლი: ამნერისი - ეგვიპტის [[ფარაონი]]ს ასული, უიმედოდ შეყვარებული ეგვიპტის [[მხედართმთავარი|მხედართმთავარ]] რადამესზე და ამ მხედართმთავრის რჩეული, ეთიოპიის მეფის ასული, ტყვე ქალი აიდა. მთელი ოპერის განმავლობაში ეგვიპტისა და ეთიოპიის დაპირისპირება ამ ორი ქალის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე მიმდინარეობს. ოპერის [[დრამატურგია]] მოქმედი გმირების და მათი გრძნობების დამახასიათებელი [[ლაიტმოტივი|ლაიტმოტივების]] ურთიერთმიმართებაზეა აგებული. |
| − | ურთიერთმიმართებაზეა აგებული. | + | |
აიდას სახის დრამატულობას არჩევანი განსაზღვრავს - არჩევანი მამასა და თავის რჩეულს შორის, სამშობლოს თავისუფლებასა და სიყვარულს შორის. აიდას უპირისპირდება ამნერისი, რადამესისგან უარყოფილი ქალი, მეფის ასული, რომელიც ყველანაირ ხერხს მიმართავს შეყვარებულების დასაშორებლად. აიდა მსხვერპლია, სიყვარულის მსხვერპლი, მის უმწეობას ტყვეობაც ამძიმებს. თუმცა ის გულწრფელია და ეს თვისება მისი გამარჯვების იმპულსია. აიდა | აიდას სახის დრამატულობას არჩევანი განსაზღვრავს - არჩევანი მამასა და თავის რჩეულს შორის, სამშობლოს თავისუფლებასა და სიყვარულს შორის. აიდას უპირისპირდება ამნერისი, რადამესისგან უარყოფილი ქალი, მეფის ასული, რომელიც ყველანაირ ხერხს მიმართავს შეყვარებულების დასაშორებლად. აიდა მსხვერპლია, სიყვარულის მსხვერპლი, მის უმწეობას ტყვეობაც ამძიმებს. თუმცა ის გულწრფელია და ეს თვისება მისი გამარჯვების იმპულსია. აიდა | ||
სიმართლით იმარჯვებს ამნერისზე. | სიმართლით იმარჯვებს ამნერისზე. | ||
| − | სიყვარულის და მოვალეობის გრძნობათა დაპირისპირებით ვითარდება ეგვიპტის მხედართმთავარ რადამესის სახე. მის მუსიკალურ დახასიათებაში ლირიკული და მარშისებური ინტონაციების მიმართება, სწორედ ამ გაორებას ასახავს. | + | სიყვარულის და მოვალეობის გრძნობათა დაპირისპირებით ვითარდება ეგვიპტის მხედართმთავარ რადამესის სახე. მის მუსიკალურ დახასიათებაში ლირიკული და მარშისებური [[ინტონაცია|ინტონაციების]] მიმართება, სწორედ ამ გაორებას ასახავს. |
სამშობლოს ერთგულების სიმბოლოა ეთიოპიის მეფე, აიდას მამა. სცენა მამასთან განსაკუთრებით დრამატულია ოპერაში. აიდა | სამშობლოს ერთგულების სიმბოლოა ეთიოპიის მეფე, აიდას მამა. სცენა მამასთან განსაკუთრებით დრამატულია ოპერაში. აიდა | ||
უპირისპირდება მამას, თუმცა ვერ უპირისპირდება თავის ქვეყანას და განაჩენი გამოაქვს რადამესისა და საკუთარი თავისთვის. | უპირისპირდება მამას, თუმცა ვერ უპირისპირდება თავის ქვეყანას და განაჩენი გამოაქვს რადამესისა და საკუთარი თავისთვის. | ||
| − | დიდი დრამატურგიული დატვირთვა აქვს ორკესტრს ოპერაში. ოპერის საორკესტრო შესავალში ძირითადი დრამატული კონფლიქტია გადმოცემული. აიდას სახის ამსახველ ნათელ, ფაქიზ | + | დიდი დრამატურგიული დატვირთვა აქვს ორკესტრს ოპერაში. ოპერის საორკესტრო შესავალში ძირითადი დრამატული კონფლიქტია გადმოცემული. აიდას სახის ამსახველ ნათელ, ფაქიზ [[მელოდია]]ს [[ვიოლინო|ვიოლინოები]] ასრულებენ და მას უპირისპირდება [[ქურუმი|ქურუმების]] მკაცრი, დაუნდობელი [[თემა (მუსიკალური ტერმინი)|თემა]]. |
| − | ოპერაში დიდი ადგილი ეთმობა მასობრივ სცენებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მეორე | + | ოპერაში დიდი ადგილი ეთმობა მასობრივ სცენებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მეორე [[აქტი (სპექტაკლის)|აქტი]]ს [[ფინალი]], ოპერის პირველი კულმინაცია, რომელიც ეგვიპტელების ზეიმს ასახავს. აქ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს აღმოსავლურ კოლორიტს, რომელიც იქმნება მუსიკალური და ტემბრული გამომსახველობით. ეს არის დიდი მასშტაბის სცენა, დიდი დეკორაციებით და გუნდებით, საზეიმო მარშებით, ქურუმთა გალობით. ეგვიპტელები გამარჯვებას აღნიშნავენ და ეთიოპიელი ტყვეები მოჰყავთ (მათ შორის არის აიდას მამა ამონასრო). |
| − | და ეთიოპიელი ტყვეები მოჰყავთ (მათ შორის არის აიდას მამა ამონასრო). | + | |
მეორე კულმინაცია კი სასამართლოს სცენაა (მეოთხე მოქმედება). ეს ყველაზე იდუმალი და დრამატული მონაკვეთია ოპერაში. ამნერისი | მეორე კულმინაცია კი სასამართლოს სცენაა (მეოთხე მოქმედება). ეს ყველაზე იდუმალი და დრამატული მონაკვეთია ოპერაში. ამნერისი | ||
კიდევ ერთხელ სთავაზობს რადამესს, დაივიწყოს აიდა და მასზე დაქორწინდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მის გადარჩენას. რადამესი უარზეა, მას ღალატისთვის სიკვდილს მიუსჯიან, ის ცოცხლად დაიმარხება აკლდამაში. ამ სცენაში განსაკუთრებით საინტერესოა ამნერისის სახის განვითარება. მის სულში ეჭვი, სიყვარული, შურისძიების სურვილი ებრძვის ერთმანეთს. | კიდევ ერთხელ სთავაზობს რადამესს, დაივიწყოს აიდა და მასზე დაქორწინდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მის გადარჩენას. რადამესი უარზეა, მას ღალატისთვის სიკვდილს მიუსჯიან, ის ცოცხლად დაიმარხება აკლდამაში. ამ სცენაში განსაკუთრებით საინტერესოა ამნერისის სახის განვითარება. მის სულში ეჭვი, სიყვარული, შურისძიების სურვილი ებრძვის ერთმანეთს. | ||
| − | სასიყვარულო სამკუთხედი სრულად არის წარმოდგენილი ოპერის ფინალში. ვერდის გადაწყვეტილებით, ორ ნაწილად გაყოფილი სცენის | + | სასიყვარულო სამკუთხედი სრულად არის წარმოდგენილი ოპერის ფინალში. ვერდის გადაწყვეტილებით, ორ ნაწილად გაყოფილი სცენის ზედა ნაწილში ჩანს ეგვიპტური ღმერთის - რას ტაძრის ინტერიერი, სადაც ორი ქურუმი აკლდამას ქვას ახურავს. ქვემოთ კი ნაჩვენებია [[აკლდამა|აკლდამის]] შიდა სივრცე, სადაც შესულ რადამესს აიდა ხვდება. მან არ მიატოვა თავისი სიყვარული და გადაწყვიტა, რადამესთან ერთად დაიღუპოს. მათი [[დუეტი (ანსამბლი)|დუეტი]]ს პარალელურად ტაძარში შესული ამნერისი აკლდამის ქვასთან დაჩოქილი ლოცულობს. ვერდის სურდა, ფინალი ძალიან მშვიდი და სულისშემძვრელი ყოფილიყო, ყოველგვარი სასოწარკვეთილების გარეშე. „ოპერის ბოლოს ვისურვებდი, წერდა იგი გისლანცონის, გავთავისუფლებულიყავი ჩვეულებრივი აგონიისაგან… მინდოდა რაღაც უფრო ნაზი, ჰაეროვანი, უმოკლესი ფრაზა ორ ხმაში, სიცოცხლესთან გამოთხოვება, აიდა მშვიდად მიესვენოს რადამესს მკერდზე. ამ დროს ქვაზე მუხლებით დაჩოქილი ამნერისი, რომელიც მიწისქვეშეთის შესასვლელს ხურავს, მღეროდეს Requiescat in pace (ლათ. განისვენეთ მშვიდად!)“. |
| − | ზედა ნაწილში ჩანს ეგვიპტური ღმერთის - რას ტაძრის ინტერიერი, სადაც ორი ქურუმი აკლდამას ქვას ახურავს. ქვემოთ კი ნაჩვენებია აკლდამის შიდა სივრცე, სადაც შესულ რადამესს აიდა ხვდება. მან არ მიატოვა თავისი სიყვარული და გადაწყვიტა, რადამესთან ერთად | + | |
| − | დაიღუპოს. მათი | + | |
| − | (ლათ. განისვენეთ მშვიდად!)“. | + | |
„აიდას“ მილანურ პრემიერას მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა. პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში ოპერა დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ბოსტონში. 1913 წელს ვერდის უკვდავი ოპერით საზეიმოდ გაიხსნა ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი ვერონაში. | „აიდას“ მილანურ პრემიერას მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა. პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში ოპერა დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ბოსტონში. 1913 წელს ვერდის უკვდავი ოპერით საზეიმოდ გაიხსნა ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი ვერონაში. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:40, 23 ივლისი 2025 მდგომარეობით
აიდა – (იტალ. Aida), ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად.
1869 წლის 17 ნოემბერს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით კაიროში საოპერო თეატრი აშენდა. 1870 წელს ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ეგვიპტურ სიუჟეტზე ოპერის შექმნა სთხოვა. კომპოზიტორს მეგობარმა გამოუგზავნა ფრანგი ეგვიპტოლოგის, აუგუსტ მარიეტის ტექსტის საფუძველზე შექმნილი სცენარი, რის მიხედვითაც ანტონიო გისლანცონიმ ლიბრეტო შექმნა. ვერდის და გისლანცონის მიმოწერა ცხადყოფს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც უდიდესი როლი ითამაშა ლიბრეტოს საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში, თუმცა კომპოზიტორმა, ჩვეულებისამებრ, საკუთარი ჩანაფიქრის ორბიტაში მოაქცია გისლანცონი. მუშაობის პროცესში ვერდი ბევრს კითხულობდა ეგვიპტეზე, მის ისტორიაზე, ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე.
„აიდას“ მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს კაიროს ოპერის თეატრში შედგა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. თავად კომპოზიტორი ოპერის პრემიერას არ დასწრებია.
1871 წლის სექტემბერში ვერდიმ „აიდას“ დადგმა მილანში, ლა სკალაში გადაწყვიტა. კომპოზიტორი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დადგმისთვის. თავად ასწავლიდა პარტიებს მომღერლებს. თუმცა მხოლოდ მომღერლებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა მისი აქტიურობა. ვერდი მუშაობდა სცენოგრაფიის ცალკეულ დეტალებზეც. მაგალითად, ითხოვდა, სცენაზე ის ადგილები მონიშნულიყო, საიდანაც სტატისტები და მომღერლები უნდა გამოსულიყვნენ. ვერდის აზრით, ორკესტრი არ უნდა ჩანდეს სცენაზე. „ეს ჩემი იდეა კი არ არის, ვაგნერს ეკუთვნის და დიდებულიცაა. რა უაზრობაა, დღემდე ჩვენი საცოდავი ფრაკები და ჰალსტუხები ეგვიპტელების, ასირიელების და სხვათა კოსტიუმებში რომ არის არეული… ამას კიდევ ის დაუმატეთ, რომ ჰაერში ჩანს არფების თავი, კოტრაბასების თავები და დირიჟორის სწრაფი ჟესტიკულაცია“.
ოპერაში ორი დაპირისპირებული მხარეა ეთიოპიელები და მათი დამპყრობლები - ეგვიპტელები. ოპერის ცენტრში ორი ქალია, ორივე მეფის შთამომავალი და სიყვარულის მსხვერპლი: ამნერისი - ეგვიპტის ფარაონის ასული, უიმედოდ შეყვარებული ეგვიპტის მხედართმთავარ რადამესზე და ამ მხედართმთავრის რჩეული, ეთიოპიის მეფის ასული, ტყვე ქალი აიდა. მთელი ოპერის განმავლობაში ეგვიპტისა და ეთიოპიის დაპირისპირება ამ ორი ქალის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე მიმდინარეობს. ოპერის დრამატურგია მოქმედი გმირების და მათი გრძნობების დამახასიათებელი ლაიტმოტივების ურთიერთმიმართებაზეა აგებული.
აიდას სახის დრამატულობას არჩევანი განსაზღვრავს - არჩევანი მამასა და თავის რჩეულს შორის, სამშობლოს თავისუფლებასა და სიყვარულს შორის. აიდას უპირისპირდება ამნერისი, რადამესისგან უარყოფილი ქალი, მეფის ასული, რომელიც ყველანაირ ხერხს მიმართავს შეყვარებულების დასაშორებლად. აიდა მსხვერპლია, სიყვარულის მსხვერპლი, მის უმწეობას ტყვეობაც ამძიმებს. თუმცა ის გულწრფელია და ეს თვისება მისი გამარჯვების იმპულსია. აიდა სიმართლით იმარჯვებს ამნერისზე.
სიყვარულის და მოვალეობის გრძნობათა დაპირისპირებით ვითარდება ეგვიპტის მხედართმთავარ რადამესის სახე. მის მუსიკალურ დახასიათებაში ლირიკული და მარშისებური ინტონაციების მიმართება, სწორედ ამ გაორებას ასახავს.
სამშობლოს ერთგულების სიმბოლოა ეთიოპიის მეფე, აიდას მამა. სცენა მამასთან განსაკუთრებით დრამატულია ოპერაში. აიდა უპირისპირდება მამას, თუმცა ვერ უპირისპირდება თავის ქვეყანას და განაჩენი გამოაქვს რადამესისა და საკუთარი თავისთვის.
დიდი დრამატურგიული დატვირთვა აქვს ორკესტრს ოპერაში. ოპერის საორკესტრო შესავალში ძირითადი დრამატული კონფლიქტია გადმოცემული. აიდას სახის ამსახველ ნათელ, ფაქიზ მელოდიას ვიოლინოები ასრულებენ და მას უპირისპირდება ქურუმების მკაცრი, დაუნდობელი თემა.
ოპერაში დიდი ადგილი ეთმობა მასობრივ სცენებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მეორე აქტის ფინალი, ოპერის პირველი კულმინაცია, რომელიც ეგვიპტელების ზეიმს ასახავს. აქ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს აღმოსავლურ კოლორიტს, რომელიც იქმნება მუსიკალური და ტემბრული გამომსახველობით. ეს არის დიდი მასშტაბის სცენა, დიდი დეკორაციებით და გუნდებით, საზეიმო მარშებით, ქურუმთა გალობით. ეგვიპტელები გამარჯვებას აღნიშნავენ და ეთიოპიელი ტყვეები მოჰყავთ (მათ შორის არის აიდას მამა ამონასრო).
მეორე კულმინაცია კი სასამართლოს სცენაა (მეოთხე მოქმედება). ეს ყველაზე იდუმალი და დრამატული მონაკვეთია ოპერაში. ამნერისი კიდევ ერთხელ სთავაზობს რადამესს, დაივიწყოს აიდა და მასზე დაქორწინდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მის გადარჩენას. რადამესი უარზეა, მას ღალატისთვის სიკვდილს მიუსჯიან, ის ცოცხლად დაიმარხება აკლდამაში. ამ სცენაში განსაკუთრებით საინტერესოა ამნერისის სახის განვითარება. მის სულში ეჭვი, სიყვარული, შურისძიების სურვილი ებრძვის ერთმანეთს.
სასიყვარულო სამკუთხედი სრულად არის წარმოდგენილი ოპერის ფინალში. ვერდის გადაწყვეტილებით, ორ ნაწილად გაყოფილი სცენის ზედა ნაწილში ჩანს ეგვიპტური ღმერთის - რას ტაძრის ინტერიერი, სადაც ორი ქურუმი აკლდამას ქვას ახურავს. ქვემოთ კი ნაჩვენებია აკლდამის შიდა სივრცე, სადაც შესულ რადამესს აიდა ხვდება. მან არ მიატოვა თავისი სიყვარული და გადაწყვიტა, რადამესთან ერთად დაიღუპოს. მათი დუეტის პარალელურად ტაძარში შესული ამნერისი აკლდამის ქვასთან დაჩოქილი ლოცულობს. ვერდის სურდა, ფინალი ძალიან მშვიდი და სულისშემძვრელი ყოფილიყო, ყოველგვარი სასოწარკვეთილების გარეშე. „ოპერის ბოლოს ვისურვებდი, წერდა იგი გისლანცონის, გავთავისუფლებულიყავი ჩვეულებრივი აგონიისაგან… მინდოდა რაღაც უფრო ნაზი, ჰაეროვანი, უმოკლესი ფრაზა ორ ხმაში, სიცოცხლესთან გამოთხოვება, აიდა მშვიდად მიესვენოს რადამესს მკერდზე. ამ დროს ქვაზე მუხლებით დაჩოქილი ამნერისი, რომელიც მიწისქვეშეთის შესასვლელს ხურავს, მღეროდეს Requiescat in pace (ლათ. განისვენეთ მშვიდად!)“.
„აიდას“ მილანურ პრემიერას მსმენელი ენთუზიაზმით შეხვდა. პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში ოპერა დაიდგა მსოფლიოს 155 თეატრში, მათ შორის ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ბოსტონში. 1913 წელს ვერდის უკვდავი ოპერით საზეიმოდ გაიხსნა ყოველწლიური საოპერო მუსიკის ფესტივალი ვერონაში.