მომოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მომოსი''' – ''(ბერძნ.)'' ავსიტყვაობისა და გაქირდვის განსახიერე...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:56, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით
მომოსი – (ბერძნ.) ავსიტყვაობისა და გაქირდვის განსახიერება. ნიქსის ძე.
მომოსი ითვლება თანატოსის, ჰიპნოსის, ჰესპერიდების, მოირების, ნემესისისა და ერისის ძმად, ანუ იგი დაკავშირებულია ბნელ და ავისმომასწავებელ კოსმიურ ძალებთან. მომოსის რჩევით დაიწყო ზევსმა ტროას ომი, რათა მოესრა ადამიანთა მოდგმა, რათა შეემსუბუქებინა დედამიწა. მომოსი კიცხავდა ზევსსა და ათენას, ჰეფესტოსა და პოსეიდონს იმის გამო, რომ ისინი მფარველობდნენ ადამიანებს. მომოსი თურმე სიბრაზისაგან გასკდა, როდესაც ოლიმპოსზე აღზევებულ აფროდიტეს ვერ უპოვნა ნაკლი, რომლის გაქირდვასაც შეძლებდა. ბოლოსდაბოლოს, მომოსმა თავისი ავსიტყვაობით თავი მოაბეზრა ზევსს და უზენაესმა ღვთაებამ იგი ოლიმპოსიდან გააძევა.