წვრილნისკარტა თოლია
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
* ოჯახი − [[თოლიასებრნი]] (Laridae) | * ოჯახი − [[თოლიასებრნი]] (Laridae) | ||
* გვარი − [[თოლია]] (Larus) | * გვარი − [[თოლია]] (Larus) | ||
| + | |||
წვრილნისკარტა თოლია [[ჩვეულებრივი თოლია]]სოდენა ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 35-45 მმ, წონა – 270-340 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა, მაგრამ მანტია ღია მოცისფროა, ხოლო პირველი რიგის მომქნევების ბოლოები – შავი. მეორე მომქნევის გარეთა კიდეც შავია. ნისკარტი და ფეხები მუქი წითელია. ახალგაზრდა ფრინველი შეფერილობით ძალიან ჰგავს ახალგაზრდა ჩვეულებრივ თოლიას. ზურგის მხრიდან იგი მონაცრისფროა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ჟანგმიწისფერი არშიები. კუდი თეთრია, შავი ბოლოთი. მომქნევებზეც შავი ფერი საკმაოდ ბევრია. ნისკარტი და ფეხები [[ნარინჯისფერი]]ა. | წვრილნისკარტა თოლია [[ჩვეულებრივი თოლია]]სოდენა ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 35-45 მმ, წონა – 270-340 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა, მაგრამ მანტია ღია მოცისფროა, ხოლო პირველი რიგის მომქნევების ბოლოები – შავი. მეორე მომქნევის გარეთა კიდეც შავია. ნისკარტი და ფეხები მუქი წითელია. ახალგაზრდა ფრინველი შეფერილობით ძალიან ჰგავს ახალგაზრდა ჩვეულებრივ თოლიას. ზურგის მხრიდან იგი მონაცრისფროა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ჟანგმიწისფერი არშიები. კუდი თეთრია, შავი ბოლოთი. მომქნევებზეც შავი ფერი საკმაოდ ბევრია. ნისკარტი და ფეხები [[ნარინჯისფერი]]ა. | ||
====გავრცელება==== | ====გავრცელება==== | ||
| − | ბუდობის არეალი სპორადულია. მოიპოვება შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებზე, მცირე [[აზია]]ში, [[ირანი|ირანში]] – სპარსეთის ყურეში, [[ერაყი|ერაყში]]; იზოლირებული ბუდობები არის [[ყაზახეთი]]ს, აგრეთვე ციმბირის ზოგიერთ დიდ ტბებზე. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ში, ხმელთაშუა ზღვაზე, კასპიისა და მეწამული ზღვების ნაპირებზე. [[საქართველო]]ში მცირე რაოდენობით მოზამთრეა შავი ზღვის სანაპიროებზე. | + | ბუდობის არეალი სპორადულია. მოიპოვება შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებზე, მცირე [[აზია]]ში, [[ირანი|ირანში]] – სპარსეთის ყურეში, [[ერაყი|ერაყში]]; იზოლირებული ბუდობები არის [[ყაზახეთი]]ს, აგრეთვე ციმბირის ზოგიერთ დიდ ტბებზე. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ში, ხმელთაშუა ზღვაზე, კასპიისა და მეწამული ზღვების ნაპირებზე. [[საქართველო]]ში მცირე რაოდენობით მოზამთრეა [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროებზე. |
====ბიოტოპი==== | ====ბიოტოპი==== | ||
| ხაზი 15: | ხაზი 16: | ||
====გამრავლება==== | ====გამრავლება==== | ||
| − | ბუდობს კოლონიებად. ტენიან ადგილებში მიწაზე იკეთებს ბუდეს ხმელი ბალახისაგან. გამრავლების დრო განსხვავებულია ზონალობის შესაბამისად. [[სამხრეთი]]ს განედებში – აპრილში, ხოლო [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთში]] – მაისსა და ივნისში, დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. | + | ბუდობს კოლონიებად. ტენიან ადგილებში მიწაზე იკეთებს ბუდეს ხმელი ბალახისაგან. გამრავლების დრო განსხვავებულია ზონალობის შესაბამისად. [[სამხრეთი]]ს [[განედი|განედებში]] – აპრილში, ხოლო [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთში]] – მაისსა და ივნისში, დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. |
====კვება==== | ====კვება==== | ||
| − | წვრილნისკარტა თოლიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის თევზები (ქაფშია, ნაფოტა, სხვადასხვა თევზების ლიფსიტები), [[მწერები]] (კალიები, [[ბუზები]], ფარვანები, ხოჭოები), [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირები]], ჭიები და მრავალი სხვა. | + | წვრილნისკარტა თოლიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის თევზები ([[ქაფშია]], [[ნაფოტა]], სხვადასხვა თევზების ლიფსიტები), [[მწერები]] (კალიები, [[ბუზები]], ფარვანები, ხოჭოები), [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირები]], ჭიები და მრავალი სხვა. |
====მნიშვნელობა==== | ====მნიშვნელობა==== | ||
მცირერიცხოვნობის გამო ჩვენში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. | მცირერიცხოვნობის გამო ჩვენში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. | ||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 19:20, 10 იანვარი 2026 მდგომარეობით
წვრილნისკარტა თოლია (ლათ. Larus genei Breme, 1839) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თოლია (Larus)
წვრილნისკარტა თოლია ჩვეულებრივი თოლიასოდენა ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, ნისკარტი – 35-45 მმ, წონა – 270-340 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ მანტია ღია მოცისფროა, ხოლო პირველი რიგის მომქნევების ბოლოები – შავი. მეორე მომქნევის გარეთა კიდეც შავია. ნისკარტი და ფეხები მუქი წითელია. ახალგაზრდა ფრინველი შეფერილობით ძალიან ჰგავს ახალგაზრდა ჩვეულებრივ თოლიას. ზურგის მხრიდან იგი მონაცრისფროა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ჟანგმიწისფერი არშიები. კუდი თეთრია, შავი ბოლოთი. მომქნევებზეც შავი ფერი საკმაოდ ბევრია. ნისკარტი და ფეხები ნარინჯისფერია.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი სპორადულია. მოიპოვება შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებზე, მცირე აზიაში, ირანში – სპარსეთის ყურეში, ერაყში; იზოლირებული ბუდობები არის ყაზახეთის, აგრეთვე ციმბირის ზოგიერთ დიდ ტბებზე. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაზე, კასპიისა და მეწამული ზღვების ნაპირებზე. საქართველოში მცირე რაოდენობით მოზამთრეა შავი ზღვის სანაპიროებზე.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ზღვებისა და შიდა მლაშე წყალსატევების ნაპირებზე. ზამთარში მოიპოვება უპირატესად ზღვების სანაპიროებზე.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ტენიან ადგილებში მიწაზე იკეთებს ბუდეს ხმელი ბალახისაგან. გამრავლების დრო განსხვავებულია ზონალობის შესაბამისად. სამხრეთის განედებში – აპრილში, ხოლო ჩრდილოეთში – მაისსა და ივნისში, დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
[რედაქტირება] კვება
წვრილნისკარტა თოლიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის თევზები (ქაფშია, ნაფოტა, სხვადასხვა თევზების ლიფსიტები), მწერები (კალიები, ბუზები, ფარვანები, ხოჭოები), კიბოსნაირები, ჭიები და მრავალი სხვა.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო ჩვენში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.