ჩვეულებრივი ზღვის მამალი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
ზღვის მამლის ხორცი საკმაოდ გემრიელია, მაგრამ ჩვენში მათ ჯერ კიდევ არსებითი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. | ზღვის მამლის ხორცი საკმაოდ გემრიელია, მაგრამ ჩვენში მათ ჯერ კიდევ არსებითი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. | ||
| − | თუმცა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] ზღვის მამლები დიდი ზომისანი არ გვხვდებიან, მაგრამ ეს მოსაზრება მართებული არ არის, სოხუმის სანაპიროში მეთევზეებმა არაერთხელ დაიჭირეს ვეებერთელა ზღვის მამალი, რომელიც ხუთ კილოგრამამდე იწონიდა. ასეთი დიდი ზომის | + | თუმცა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] ზღვის მამლები დიდი ზომისანი არ გვხვდებიან, მაგრამ ეს მოსაზრება მართებული არ არის, სოხუმის სანაპიროში მეთევზეებმა არაერთხელ დაიჭირეს ვეებერთელა ზღვის მამალი, რომელიც ხუთ კილოგრამამდე იწონიდა. ასეთი დიდი ზომის ზღვის მამლები ზოგჯერ [[გუდაუთა|გუდაუთისა]] და [[ოჩამჩირე|ოჩამჩირის]] რაიონზიც გვხვდებიან. |
მიმდინარე ცვლილება 23:37, 8 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ჩვეულებრივი ზღვის მამალი – trigla gurnandus Linne 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: ზღვის მამლები
გვარი: ზღვის მამლები
თევზის სახეობა ზღვის მამლებს გვარისა. სხეული წაგრძელებულია. თავი ჯავშანითაა დაფარული. ზურგის ორი ფარფლი აქვს, მკერდის ფარფლები დიდია და მათი ქვედა სამი სხივი საცოცი ორგანოების როლს ასრულებს. სიგრძით 45 სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო ჩვეულებრივ 18– 21 სანტიმეტრამდე იზრდება. ცხოვრობს სანაპირო ზონაში. გაზაფხულზე ნაპირებს უახლოვდება, სადაც მთელ ზაფხულს ატარებს, მაგრამ შემოდგომაზე ნაპირებს რამდენადმე შორდება. სხეულის შეფერილობა განსხვავებულია; ზემოდან მომუქო ცისფერია, ხოლო ქვედა მხარეზე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერისაა. ლოყებზე თეთრი ვარსკვლავისებური ხაზია.
მამლები სამი წლის ასაკში 18 სმ სიგრძისას სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ, ხოლო დედლები – 4 წლის ასაკში 24 სმ-ს, გუნდში დედლები მამლებზე გაცილებით მეტი რაოდენობისაა.
ტოფობა მთელ ზაფხულში გრძელდება. ნაყოფიერება 200-300 ათას ქვირითამდე აღწევს.
ზრდასრული ზღვის მამლები წვრილი თევზებითა და ფსკერული უხერხემლო ცხოველებით იკვებებიან.
ზღვის მამლის ხორცი საკმაოდ გემრიელია, მაგრამ ჩვენში მათ ჯერ კიდევ არსებითი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
თუმცა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ზღვის მამლები დიდი ზომისანი არ გვხვდებიან, მაგრამ ეს მოსაზრება მართებული არ არის, სოხუმის სანაპიროში მეთევზეებმა არაერთხელ დაიჭირეს ვეებერთელა ზღვის მამალი, რომელიც ხუთ კილოგრამამდე იწონიდა. ასეთი დიდი ზომის ზღვის მამლები ზოგჯერ გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონზიც გვხვდებიან.