სექსუალური დისფუნქცია
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
ხოლო მეორე წყვილმა კი, შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებაში ექიმს მიმართოს. | ხოლო მეორე წყვილმა კი, შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებაში ექიმს მიმართოს. | ||
+ | ==== სექსუალური დისფუნქციის ზოგადი მიზეზები ==== | ||
+ | სექსუალური დისფუნქცია ჩნდება ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციების შედეგად. ესაა: | ||
+ | ზოგადად, ცუდი ურთიერთობა პარტნიორთან, დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა, სექსუალური ტექნიკის არცოდნა და სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შფოთვა. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ფიზიკური დაავადება, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა, მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკომოხმარება. | ||
მიმდინარე ცვლილება 17:39, 20 ივნისი 2019 მდგომარეობით
სექსუალური დისფუნქცია - (F52) (sexualur dysfunction) მოცემული ტერმინით აღინიშნება მთელი რიგი მდგომარეობებისა, როდესაც ინდივიდს არ შეუძლია სასურველ სექსუალურ ურთიერთობებში მონაწილეობის მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ სექსუალური რეაქცია ფსიქოსომატური პროცესია, სექსუალური დისფუნქციის წარმოშობაში, ჩვეულებრივ, მონაწილეობს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სომატური ფაქტორები. ამ რუბრიკაში ჩართულია:
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ან არარსებობა;
- სექსუალური ავერსია (ზიზღი);
- გენიტალური რეაქციის უკმარისობა;
- ორგაზმული დისფუნქცია;
- ნაადრევი ეაკულაცია;
- ვაგინიზმი;
- დისპარეუნია;
- სექსუალური ლტოლვა, ჭარბი.
(ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
მამაკაცებში სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება ნორმალური სექსუალური ინტერესის დაქვეითებაში ან სექსუალური აქტის არასრულყოფილ განხორციელებაში, რაც განმეორებით ხასიათს ატარებს. ქალებში ის უმთავრესად უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ სექსუალურ გამოცდილებას; სექსუალური აქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ არ ახლდეს სიამოვნების შეგრძნება. ამგვარად, თუ რა ჩაითვლება ნორმალურ სექსუალურ აქტად, ან ნაკლოვან, არადამაკმყოფილებელ აქტად, სექსუალური პარტნიორების მოლოდინზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთი წყვილი შეიძლება ნორმალურად მიიჩნევდეს, რომ ქალს იშვიათად აქვს ორგაზმი, ხოლო მეორე წყვილმა კი, შესაძლოა, ანალოგიურ ვითარებაში ექიმს მიმართოს.
[რედაქტირება] სექსუალური დისფუნქციის ზოგადი მიზეზები
სექსუალური დისფუნქცია ჩნდება ფაქტორების სხვადასხვა კომბინაციების შედეგად. ესაა:
ზოგადად, ცუდი ურთიერთობა პარტნიორთან, დაქვეითებული სექსუალური ლტოლვა, სექსუალური ტექნიკის არცოდნა და სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შფოთვა. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ფიზიკური დაავადება, დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა, მედიკამენტების მიღება, ალკოჰოლისა და ნარკომოხმარება.