ექსპრომტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 17 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექსპრომტი - (ლათ. expromptus მზა, სწრაფი), ყოველგვარი მომზადების გარეშე სახელდახელოდ შეთხზული მხატვრული ნაწარმოები. მისთვის დამახასიათებელია უშუალო ლირიზმი, აღფრთოვანება. ცნობილია შუბერტის, შოპენის, სკრიაბინის, ქართულ მუსიკაში – ა. მაჭავარიანის, ბ. კვერნაძის ექსპრომტები.

ექსპრომტი ლიტერატურაში სწრაფად, სახელდახელოდ, ერთბაშად შეთხზული ლექსია, უმეტესად სახუმარო და სატირული ხასიათისაა ან რომელიმე პიროვნების შექებას წარმოადგენს.

ექსპრომტს უწოდებენ აგრეთვე სახელდახელოდ წარმოთქმულ მახვილგონივრულ ფრაზას, მოკლე სიტყვას.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები