დუატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:50, 2 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დუატი – მიცვალებულთა ერთი-ერთი ადგილსამყოფელი. პირამიდების ტექსტებში მისი მდებარეობა ბუნდოვანია იგი ხან ქვესკნელში მოიხსენიება, ხან ზეცაში. ახალი სამეფოდან ეს არის ქვესკნელი, რომელიც ეგვიპტური სამყაროს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ითვლებოდა, რომ ნილოსი დუატიდან მოედინება, მზე კი საღამოს დუატში ჩაესვენება. ახალი სამეფოს დროს იქმნებოდა წიგნები იმის აღწერით, თუ რა ხდებოდა დუატში.