დუატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დუატი – მიცვალებულთა ერთი-ერთი ადგილსამყოფელი. პირამიდების ტექსტებში მისი მდებარეობა ბუნდოვანია იგი ხან ქვესკნელში მოიხსენიება, ხან ზეცაში. ახალი სამეფოდან ეს არის ქვესკნელი, რომელიც ეგვიპტური სამყაროს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ითვლებოდა, რომ ნილოსი დუატიდან მოედინება, მზე კი საღამოს დუატში ჩაესვენება. ახალი სამეფოს დროს იქმნებოდა წიგნები იმის აღწერით, თუ რა ხდებოდა დუატში.