პორტულანები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პორტულანები, კომპასური რუკები (portulan chart, portulan) – უძველესი რუკა, რომელსაც ევროპის ქვეყნები ნაოსნობის დროს იყენებდნენ XII-XVII საუკუნეებში. მზადდებოდა ტყავის პერგამენტზე. დეტალურადაა გამოსახული ზღვების სანაპირო ზოლი, მდინარეთა შესართავები, ნავსადგურები. ნაოსნობის გაადვილების მიზნით გავლებულია ლოქსოდრომული ხაზები. XVII საუკუნიდან პორტულანები შეცვალა მერკატორის საზღვაო რუკებმა, რომლებიც აგებულია მათემატიკურ საფუძველზე და გამოიყენება ზღვაოსნობაში.