მჭიდა მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მჭიდა მასალები – მინერალური და ორგანული ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ ბეტონისა და დუღაბის მოსამზადებლად, სამშენებლო კონსტრუქციების ცალკეული ელემენტების დასამაგრებლად, ჰიდროსაიზოლაციოდ და სხვ.

შედგენილობის, გამყარების პირობების, ძირითადი თვისებებისა და გამოყენების სფეროს მიხედვით მჭიდა მასალები არის ჰიდრავლიკური, ჰაერული, ავტოკლავური გამყარებისა და მჟავამედეგი. ჰიდრავლიკური მჭიდა მასალები წყალთან შერევისა და ჰაერზე წინასწარი გამყარების შემდეგ უფრო მტკიცდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს ჰაერზეც და წყალშიც ან მხოლოდ წყალში (პორტლანდცემენტი და მისი სახესხვაობანი, პუცოლანიანი, წიდისა და თიხამიწოვანი ცემენტი, ჰიდრავლიკური კირი და სხვ.). ჰაერული მჭიდა მასალები მყარდება და ხანგრძლივად ინარჩუნებს სიმტკიცეს მხოლოდ ჰაერზე (სამშენებლო თაბაშირი, ანჰიდრიდული ცემენტი, კაუსტიკური მაგნეზიტი, დოლომიტი). ავტოკლავური გამყარების (კირ-კაჟმიწოვანი, ქვიშოვანი პორტლანდცემენტი) ეფექტურად მყარდება მხოლოდ ავტოკლავებში მაღალი წნევის წყლის ორთქლით დამუშავებისას. მჟავამედეგი მჭიდა მასალები ჰაერზე გამყარების შემდეგ ხანგრძლივად ინარჩუნებენ სიმტკიცეს მჟავების ზემოქმედებისას. ორგანულია მჭიდა მასალები (ასფალტი, ბიტუმი, კუპრი და სხვ.), რომლებსაც შეუძლიათ პლასტიკური მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები