პოლისტირენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლისტირენის ბლოკები

პოლისტირენი− (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი; styrax სტირენი და -ēnē ბოლოსართი, რომელიც აღნიშნავს დაწყებას ან წყაროს) – სინთეზური არომატული პოლიმერი, თერმოპლასტიკური პლასტმასი, რომელიც წარმოადგენს სტირენის (ვინილბენზოლის) პოლიმერიზაციის პროდუქტს. ის მაგარი, მყიფე, გამჭვირვალე მასალაა ფერების ფართო გამით. შეიძლება იყოს მაგარ ან აფუებულ მდგომარეობაში; ბლანტი, საშუალო ან მაღალი დარტყმითი სიმტკიცის. ქიმიური ფორმულა – (C8H8)n; სიმკვრივე – 960-1040 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – დაახლოებით 240°C. თერმულად მდგრადია 105°C ტემპერატურამდე, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, წებვადია, წყალმედეგია. გრანულებისაგან ამზადებენ თბოსაიზოლაციო ფილებს, ექსტრუზიის მეთოდით – უჯრედოვან ქაფპოლისტირენს. გამოყენების სფეროა: თბოსაიზოლაციო, მოსაპირკეთებელი, დეკორატიული, საფილტრავი მასალები, სენდვიჩპანელები, ყალიბები, საყოფაცხოვრებო ნივთები (ჭურჭელი, შესაფუთი მასალები, ბავშვის სათამაშოები და სხვ.), მედიცინა, ელექტროტექნიკა (დიელექტრული ანტენები, კოაქსიალური კაბელები, კონდენსატორები, ელექტროხელსაწყოების კორპუსები), სამხედრო საქმე (ნაპალმის წარმოება) და ა.შ. მსოფლიოში გავრცელებულია პოლისტირენის შემდეგი აბრევიატურები: PS – polystyrene (პოლისტირენი), GPPS – general purpose polystyrene (საერთო დანიშნულების პოლისტირენი, არადარტყმამედეგი); MIPS – medium-impact polystyrene (საშუალო დარტყმამედეგი); HIPS – high-impact polystyrene (დარტყმამედეგი პოლისტირენი); EPS – expanded polystyrene (აფუებადი პოლისტირენი).

ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 1,069-1,125 გ/სმ3;
ნაყარი სიმკვრივე – 550-560 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – ≈ 240°C;
სამუშაო ტემპერატურა – –40°C-დან +75°C-მდე;
თერმომედეგობა – 105°C-მდე;
დრეკადობის მოდული გაჭიმვისას – 1800-3500 მპა;
ზღვრული სიმტკიცე – 80-104 მპა;
ზღვრული სიმტკიცე გაგლეჯაზე – 3%; სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – დარტყმამედეგი პოლისტირენისთვის 21 მპა;
ექსტრუდირებულისათვის 45-55 მპა;
გამინების ტემპერატურა – 80-113°C;
კაუჩუკის შემცველობა დარტყმამედეგი პოლისტირენისათვის – 3,5-15% (დამოკიდებულია პოლისტირენის სახეობაზე);
ფარდობითი წაგრძელება – > 45% (ექსტრუდირებულისათვის 1,3%);
ელასტიკურობის მოდული – > 50 მპა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები