სესები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სესები – ადგილი ნილოსის მეორე და მესამე ჭორომებს შორის, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, სადაც მდებარეობდა ახალი სამეფოს პერიოდით დათარიღებული გალავნიანი ქალაქი.

1936-1938 წლებში აქ გათხრები ჩაატარეს ინგლისელებმა (Egypt Exploration Society, ა. მ. ბლეკმენის და ჰ. ვ. ფერმენის ხელმძღვანელობით), მაგრამ გათხრების შედეგები გამოქვეყნებული არ არის. ციხესიმაგრე სავარაუდოდ პირველი თოტმესიდების დროს უკვე არსებობდა, მაგრამ გალავნის ფუნდამენტის ქვებზე აღმოჩენილია ამონხეტეპ IV-ის (მომავალი ეხნატონის) სახელი, რაც მიუთითებს, რომ გალავანი მისი მეფობის დასაწყისშია აგებული. მის მიერ არის აგებული ასევე ორი ტაძარი ჩრდილოეთ ნაწილში, რომლებიც შემდგომში სეტი I-მა გააფართოვა. მთავარი ტაძარი, სავარაუდოდ, თებეს ტრიადისადმი იყო მიძღვნილი. ტაძრის ქვეშ არის დიდი კრიპტა, სადაც ეხნატონი სახვადასხვა ღმერთებს შორის არის გამოსახული, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ტაძარი მისი მეფობის დასაწყისში, რელიგიურ რეფორმამდე არის აგებული. სეტი I-მა, ტაძრების გაფართოების და რესტავრაციის დროს, წაშალა ეხნატონის გამოსახულებები და მათ თავზე საკუთარი გამოსახულებები მოათავსა. ისინი აღმოაჩინა ჯ. ბრესტედმა 1907 წელს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები