ფრანკი სეზარ
სეზარ ფრანკი – (10. დეკემბერი 1822, ლიეჟი – 8 ნოემბერი 1890, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი და ორგანისტი. წარმოშობით ბელგიელი. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში პ. ციმერმანთან (ფორტეპიანო), ფ. ბენუასთან (ორგანი), ე. ლებორნთან (კომპოზიცია). 1843-იდან იყო პარიზის ეკლესიების ორგანისტი, 1872-იდან პარიზის კონსერვატორიის პედაგოგი. ეროვნული მუსიკსლური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1871), 1886-იდან თავმჯდომარე. სეზარ ფრანკიმუს. რომანტიზმის ერთ- ერთი წარმომადგენელია.
ნაწარმოებები: სიმფონია (1888), სიმფონიური პოემები – „ეოლიდები“ (1876), „დაწყევლილი მონადირე“ (1882), „ფსიქე“ (1888); პოემა „ჯინები“ (1884) და „სიმფონიური ვარიაციები“ (1885) ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის; ორატორია „მონანიება“ (1874), „ნეტარების მცნებები“ (1869-79); ოპერები „ჰულდა“ (1885), „გიზელი“ (დაასრულეს მისმა მოწაფეებმა ვ. დ'ენდიმ, ე. შოსონმა, დაიდგა 1896) და სხვ. პოპულარულია მისი „პრელუდია, ქორალი და ფუგა“ ფორტეპიანოსათვის და სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის.
სეზარ ფრანკის მუსიკისათვის დამახასიათებელია რომანტიკული სახოვანებისა და სტილის კლასიკური მკაფიობა, ი. ს. ბახის პოლიფონიის, ბეთჰოვენის ინსტრუმენტალიზმისა და გვიანდელი რომანტიზმის გამომსახველ ხერხთა სინთეზი.სეზარ ფრანკის მუსიკაში მზადდება იმპრესიონიზმისა და ნეოკლასიციზმის ცალკეული თვისებები.