ანდრიაშვილი აკაკი კირილეს ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Akaki andriaSvili.jpg

ანდრიაშვილი, აკაკი (კაკო) კირილეს ძე (16 ნოემბერი, 1904 – 27 მაისი 1992) – კომპოზიტორი, პედაგოგი, ორდენოსანი, გლეხთაგანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფ. ახალსოფელში, ყვარლის რ., სოფლის მასწავლებლის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და ბავშვობაში დიდი გაჭირვება გამოიარა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რომლის გუნდშიც თავისი იშვიათი სმენით კომპოზიტორ ნ. სულხანიშვილის ყურადღება მიიპყრო. 1918 წელს თბილისში განაგრძო მუსიკის სწავლა. ცხოვრობდა ზაქარია ჩხიკვაძის (1861-1930) ოჯახში. 1924 წელს, ერთი წელიწადი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების დარგზე სწავლობდა. 1926 წელს, როგორც ნიჭიერს, მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სტიპენდია.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო განყოფილება (1926-1933) და ასპირანტურა (1934–1937).

1928-1938 წწ. თბილისის სახელმწიფო მუშფაკში პედაგოგად მსახურობდა, 1931–1932 წწ. – ქ. ცხაკაიას მუსიკალურ სასწავლებლის გამგედ, 1933–1934 წწ. – ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის სასწავლო ნაწილის გამგედ, 1935 წელს – სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის პედაგოგად, შემდეგ – ასისტენტად და სხვ.

1941 წელს სსრკ უმაღლესმა საბჭომ საპატიო ნიშნის ორდენით დააჯილდოვა, შემდეგ მედლებით: „კავკასიის დაცვისათვის“ და „1941–1945 წწ. სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“.

შემოქმედება

დაწერა: მუსიკა შ. დადიანის პიესისთვის „ნაპერწკალიდან“ (დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში), ორი სიმფონია: [ამათგან ერთი შოთა რუსთაველის დაბადებიდან 750 წლისთავის აღსანიშნავად], საბავშვო ოპერა „ჩხიკვთა ქორწილი“ [[[ვაჟა-ფშაველა]]ს მოთხრობის მიხედვით], საფორტეპიანო კონცერტი, ოპერა „კაკო ყაჩაღი“ [[[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] ნაწარმოების მიხედვით. ლიბრეტო გაიოზ იმედაშვილისა; დაიდგა 1940 წ. 19 ოქტომბერს]; ლირიკული ჟანრულ-კომიკური ოპერა „ლაშქარა“ [ლიბრეტო ი. მჭედლიშვილისა, დაიდგა 1949 წ. 16 მარტს]; მუსიკალურად გააფორმა რამდენიმე პიესა.

მის შესახებ

  1. კომპოზიტორთა კავშირში // კომუნისტი. – 1937. – 13 დეკემბერი. – № 284. – გვ. 4;
  2. ახალგაზრდა კომუნისტი. – 1940. – 20 ოქტომბერი. – № 245;
  3. თამაზაშვილი, ი. მაყურებლის შთაბეჭდილებანი // კომუნისტი. – 1940. – 30 ოქტომბერი. – № 253;
  4. ხუჭუა, პ. ოპერა „კაკო ყაჩაღი“ [კომპოზიტორ ა. ანდრიაშვილისა] // კომუნისტი. – 1940. – 24 ოქტომბერი. – № 248;
  5. Буачидзе, Ш. Како качаги: [Опера А. Андриашвили в постановке Тбилисского театра оперы и балета]: [Рецензия] / // Заря Востока. – 1940. – 22 октября. – N 246;
  6. Како качаги: [Опера А. Андриашвили в постановке Тбилисского театра оперы и балета]: [Заметки] // Заря Востока. – 1940. – 20 октября. – N 245;
  7. Новая опера Како качаги [Композитора А. Андриашвили]: [Высказивания Г. Журули, В. Сидамон-Эристави, А. Андриашвили, Н. Цомая и П. Амиранашвили о работе над оперой] // Заря Востока. – 1940. – 18 октября. – N 243;
  8. Общественный просмотр оперы «Како качаги» [Композитора А. Андриашвили] // Заря Востока. – 1940. – 18 октября. – N 243;
  9. Хучуа, П. Како качаги: [Опера композитора А. Андриашвили] // Заря Востока. – 1940. – 24 октября. – N 248;
  10. ბახტაძე, მ. ლაშქარა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრემიერა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – 24 აპრილი. - № 16;
  11. დონაძე, ლ. ლაშქარა: ა. ანდრიაშვილის ახალი ოპერა // კომუნისტი. – 1949. – 8 აპრილი. - № 68;
  12. Хучуа, П. Лашкара // Заря Востока. – 1949. – № 64.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ხელოვნებათა სამმართველოს საკადრო ფურცელი;
  2. ბუაჩიძე, შ. // კომუნისტი. – 1937. – № 289;
  3. ნესტიევი, ი. ქართული მუსიკა აღმავლობის გზაზე // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – № 35;
  4. Аракишвили, Д. И. Краткий исторический обзор Грузинской музыки. – Тб.: Госиздат Груз., 1940. – с. 68;
  5. Чхиквадзе, Гр. Декада советской музыки. Композиторы Грузинской ССР. – Тб., 1940. – გვ. 8;
  6. ახალგაზრდა კომუნისტი. – 1947. – № 8;
  7. კუცია-ღვალაძე, თ. ქართული მუსიკალური ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია 1872–1946. – თბ.: წიგნის პალატის გა-მა, 1947. – 136 გვ.;
  8. Хучуа, П. Молодые композиторы Грузии // Заря Востока. – 1948. – № 151;
  9. ზარია ვოსტოკა. – 1949. – № 52; 1950. – № 111;
  10. ნაცვლიშვილი, ბ. თბილისის თეატრებში // სახალხო განათლება. – 1949. – № 7;
  11. ქართული საბჭოთა მუსიკის დეკადა // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1949. – № 43; კომუნისტი. – 1949. – № 212;
  12. Смотр творчества композиторов республик Закавказья // Заря Востока. – 1949. – № 153;
  13. ბენაშვილი, დ. სიჭაბუკე ბელადისა // კომუნისტი. – 1950. – № 6;
  14. გოგოძე, კარლო. ნარკვევები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიიდან. – თბ.: ხელოვნება, 1950. – გვ. 216;
  15. საქართველოს სახელმწიფო სათეატრო მუზეუმი; დოლიძე, ი. დიდი წარმატება და მორიგი ამოცანები // კომუნისტი. – 1950. – № 230;
  16. ბათუმის თეატრი თბილისში // ზარია ვოსტოკა. – 1951. – № 130;
  17. ჯანელიძე, დ. დიადი მაგალითის მაჩვენებელი სპექტაკლი // კომუნისტი. – 1951. – № 100.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები