ოლიმპიური სიმბოლოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 25 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოლიმპიური სიმბოლოები - ოლიმპიური თამაშების სავალდებულო ატრიბუტებია, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიზმის იდეალების პოპულარიზაცისთვის გამოიყენება. ოლიმპიურ სიმბოლოებს განეკუთვნება: ოლიმპიური დროშა, ემბლემა, ლოზუნგი, ჰიმნი, ცეცხლი, ფიცი, მედლები, თილისმები, პიქტოგრამები, ზეთისხილის ტოტი, დაფნის გვირგვინი.
ოლიმპიური სიმბოლოები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკუთრებაა და ოლიმპიური ქარტიით აკრძალულია მათი კომერციული და სარეკლამო მიზნებისთვის გამოყენება, თუ ეს არ ხდება ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით.