პოლივინილქლორიდი
პოლივინილქლორიდი (პვქ, პოლიქრომვინილი, ვინილი, ვესტოლიტი, ხოსტალიტი, ვინოლი, კორვიკი, სიკრონი, დჟეონი, ნიპეონი, სუმილიტი, ლუკოვილი, ხელვიკი, ნორვიკი) – თეთრი ფერის პლასტმასი, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის სუსპენზიური ან ემულსიური პოლიმერიზაციით. სიმკვრივე – 1350-1430 კგ/მ3; დარბილების ტემპერატურა – 75-80°C; დნობის ტემპერატურა – 150-220°C; მედეგია წყლის, მჟავების, ტუტეების, გახსნილი მარილების, ბენზინის, ნავთის, ქონის, სპირტების მიმართ, შესანიშნავი დიელექტრიკული მასალაა. ამჟამად გამოყენების ძირითადი სფეროა: კარ-ფანჯრები, ვიტრინები, ვიტრაჟები, შეკიდებული ჭერები, წყლის, გაზისა და საკანალიზაციო მილები, ფურცლები, მავთულებისა და კაბელების ელექტროიზოლაცია, ლინოლეუმი, ხელოვნური ტყავი, პვქ-ს ბოჭკო, ავეჯის წარმოება. ძირითადი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია პოლივინილქლორიდის გამოყენებასთან უტილიზაციაა – დაწვისას გამოიყოფა მაღალტოქსიკური ორგანული ქლორის შენაერთი (დიოქსინი), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 1,35-1,43 გ/სმ3;
ნაყარი სიმკვრივე – 0,4-0,7 გ/სმ3;
ქსოვილური პვქ-ს სიმკვრივე – 550-800 გ/მ2;
დარბილების ტემპერატურა – 75-80°C;
აფეთქების ტემპერატურა – 624°C;
დნობის ტემპერატურა – 150-220°C;
დაშლის (გახრწნის) ტემპერატურა – 100-140°C;
გამინების ტემპერატურა – 75-80°C (თბომედეგი მარკებისათვის – 105°C);
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 40-50 მპა;
სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე – 80-120 მპა;
კუთრი ელექტრული წინაღობა – 1012-1013 ომი;
ხანგრძლივი ექსპლუატაციის ტემპერატურა – +60 - –60°C.