ქაფპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაფპლასტი

ქაფპლასტი – ზემსუბუქი, ეფექტური თბოსაიზოლაციო კონსტრუქციული მასალა. მიიღება ორგანული ფისის (ფენოლფორმალდეჰიდი, პოლივინილქლორიდი, პოლისტირენი, პოლიურეთანი, კაჟი) და დანამატების (კატალიზატორი, შემვსები) ნარევის ცხელ მდგომარეობაში აქაფებით. დამზადება მიმდინარეობს ჩვეულებრივი ატმოსფერული წნევის პირობებში.

ქაფპლასტი დაბალი სიმტკიცის, მაგრამ მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებების მქონე ძალზე იაფი მასალაა. სიმკვრივე – 30-100კგ/მ3. შეიძლება იყოს წვადი, ძნელად წვადი და თვითჩაქრობადი. ეფექტურად გამოიყენება სამფენოვანი გადახურვის ფილებისა და საკედლე პანელების დასამზადებლად. ქაფპლასტი სრულად ინარჩუნებს სიმტკიცის მაჩვენებლებს –60°C ტემპერატურაზეც კი.

ტექნიკური მახასიათებლები:
სიმტკიცე კუმშვაზე – 0,05-0,16 მპა;
სიმკვრივე – 11-40 კგ/მ3;
თბოგამატარობა – ვტ/მ·გრად;
ყინვამედეგობა – 200 ციკლი ჩვეულებრივი;
500 ციკლი ექსტრუდირებული;
წყალშთანთქმა – 1%-მდე 24 საათში; 3%-მდე 1 თვეში;
ცეცხლმედეგობა – წვადობა Г-3-Г4;
აალებადობა В2-В3;
დაკვამლიანება Д3;
ბგერაიზოლაცია – 32 დეციბელამდე;
სტაბილური ექსპლუატაციის ტემპერატურა – –170°C-დან +80°C-მდე;
სტანდარტული გეომეტრიული ზომები – სისქე 20-200 მმ;
სიგრძე და სიგანე 1000x1000 მმ; 1000x1200 მმ; 1200x1200 მმ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები