საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის ღირებულებათა ჯაჭვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:44, 16 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის ღირებულებათა ჯაჭვი - (information technologies), ასახავს საინფორმაციო ტექნოლოგიებში მათი კომპონენტების, პროცესებისა და სერვისების მეშვეობით შექმნილ ღირებულებას, რომლის საბოლოო მომხმარებელია მოსახლეობა, მათ შორის, კერძო და სამთავრობო სექტორები, სხვა IT სერვისები, მარკეტინგი, კონსალტინგი და ა.შ.

IT სტრატეგიის შემუშავება ბიზნესისათვის ყველაზე ძვირადღირებულია და წარმოადგენს ამ ჯაჭვის ზედა ნაწილს, სადაც იქმნება ღირებულების 50-55%. შემდეგ მოდის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების (გამოყენებათა) დიზაინი, შემუშავება და დანერგვა, სისტემების ინტეგრაცია, რომლებზედაც ღირებულების 30-35%-მდე ნაწილდება, და ბოლოს, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, რისთვისაც დარჩენილია ღირებულების 10-15%.

როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების IT კომპანიების პოზიციონირება ხდება IT აუტსორსინგის მცირე ღირებულების სერვისების სეგმენტზე. ბაზრის მოთხოვნის (ძირითადად წარმოდგენილი განვითარებული ქვეყნების კომპანიების მოთხოვნით) შესწავლა ხდება IT კონსალტინგური კომპანიის მიერ, რომელიც ასევე განვითარებულ ქვეყანაშია და უგზავნის პროგრამული უზრუნველყოფის უკვე მზა სპეციფიკაციებს ოფშორულ კომპანიებს.

„ეკონომისტის დაზვერვის ჯგუფის” (EIU) მონაცემებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ტაივანი, ინდოეთი, კორეა, სინგაპური, ისრაელი საკმაოდ წინ წაიწია ღირებულებათა ჯაჭვში. ეს გამოწვეულია სამეცნიერო-კვლევითი და ახალი პროდუქციის განვითარების (R&D) ხარჯების ზრდით, რაც საბოლოოდ აისახა IT პატენტების გენერაციის ინდექსის მომატებაში. ტაივანი, ისრაელი და სინგაპური ამ მაჩვენებლით პირველ ხუთეულში შევიდა აშშ-თან ერთად. თუ 4-5 წლის წინ ინდოეთი და ჩინეთი იღებდნენ შეკვეთებს მხოლოდ პროგრამული გამოყენებების მენეჯმენტში, პროგრამების კოდირებაში, ტესტირებაში, ინფრასტრუქტურის მენეჯმენტში, ამჟამად ისინი უფრო რთულ და ძვირადღირებულ შეკვეთებს იღებენ აპლიკაციების ზედა დონის დიზაინსა და შემუშავებაში. ამ სეგმენტში რუსეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ბელარუსის რამდენიმე კომპანია წარმატებულად უწევს მათ კონკურენციას. უფრო დაბალ ღირებულებათა სეგმენტში, სადაც სრულდება მცირე მომსახურება ღირებულების დიზაინში, სისტემების ინტეგრაციაში, ინფრასტრუქტურის მენეჯმენტში კონკურენცია გაცილებით უფრო მძაფრია და ძირითადად წარმოდგენილია ინდოეთისა და ჩინეთის უფრო დაბალანაზღაურებიანი IT კადრებით. ამ სამუშაოებზე არ მოდის შექმნილი ღირებულების მეოთხედიც კი ანუ დაახლოებით ეს არის 200 მილიარდიანი ბაზარი მსოფლიო მასშტაბით, სადაც შესვლას ცდილობს ბევრი განვითარებადი ქვეყანა. სათანადო კვალიფიკაციის კადრების ნაკლებობა იმდენად მწვავეა ყველა ქვეყანაში, თვით ინდოეთშიც კი, რომ დანარჩენ ქვეყნებს გზა ეხსნებათ, რათა მათაც მიიღონ შეკვეთები. ყველა განვითარებადი ქვეყნის კომპანია, რომელიც უკვე დამკვიდრდა დაბალი ღირებულების სეგმენტზე, ცდილობს წინ წაიწიოს ღირებულებათა ჯაჭვში.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები