კომედია დელ არტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომედია დელ’არტე – ნიღბების იმპროვიზაციული იტალიური თეატრი. აგებული იყო ინტრიგის მოკლე, სქემატური სცენარის მიხედვით, ჩამოყალიბდა მე-16 საიკუნეში ხალხური წარმოდგენების საფუძველზე (ფარსი, საკარნავალო ნიღბები, ბუფონადა, სასწავლო კომედია „ერუდიტა“); ფესვებით დაკავშირებული იყო ძველრომაული ატელანების ხელოვნებასთან. იგი გადაიქცა აღორძინების ხანის იტალიური თეატრის უდიდეს მიღწევადი და გაამყარა ევროპული თეატრის პროფესიონალიზაციის პროცესი.

ამ თეატრის მუდმივი პერსონაჟები იყვნენ ამა თუ იმ სოციალური თუ ფსიქოლოგიური ტიპის ამსახველი „ნიღბები“. მსახიობთა უმრავლესობა მთელი ცხოვრების მანძილზე განასახიერებდა ერთ რომელიმე ნიღაბს. უნიღბოები იყვნენ მხოლოდ ლირიკული (სასიყვარულო) სცენების შემსრულებლები. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კომედია დელ’არტეს ნიღბების ორი ჯგუფი – ჩრდილოური (ვენეციური) და სამხრეთული (ნეაპოლიტანური). ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდნენ: პანტალონე, ოქტორი, ბრიგელა, არლეკინი; სამხრეთულში – კოვიელო, პულჩინელა, სკარამუჩა, ტარტალია. ვენეციურში სჭარბობდა სატირული, ნეაპოლიტანურში კი – ბუფონადური ელემენტები.

რეპერტუარი ძირითადად აგებული იყო კომედიებზე, თუმცა ზოგჯერ იმპროვიზაციულად თამაშდებოდა ტრაგიკული და პასტორალური ჟღერადობის წარმოდგენებიც. მე-17 საუკუნეში გამოცემულ იქნა სცენარების ცალკეული კრებულები, რომლის ავტორები უმრავლეს შემთხვევაში იყვნენ დასის პირველი მსახიობები (კაპოკომიკო). ყველაზე მეტად ცნობილია კრებულები, რომლის სცენიდან ისმოდა ხალხური დიალექტები, სიმღერები და ცეკვები, თამაშდებოდა ცალკეული ბუფონური სცენები – ლაცები (იტ. lazzo – ხუმრობა), რომლებშიც, ჩვეულებრივ, მონაწილეობდნენ ძანები (უბირი ბიჭის, მსახურის ამპლუა). ისინი კომედიური ფორმით ახდენდნენ ძირითადი მოქმედების (ცალკეული ეპიზოდების) პაროდირებას. ლაცი არ იყო დაკავშირებული სიუჟეტთან და მიზნად ისახავდა მაყურებლის გამხიარულებას.

კომედია დელ’არტეს მსახიობები ვირტუოზულად ფლობდნენ კოლექტიური იმპროვიზაციის ხელოვნებას, რამაც საგრძნობლად ხელი შეუწყო ანსამბლურობის პრინციპის სცენაზე დამკვიდრებას.

კომედია დელ’არტემ დიდად განაპირობა საფრანგეთში ბულვარების თეატრების წარმოშობა, ხელი შეუწყო ხალხური წარმოდგენების განვითარებას ავსტრიაში და პანტომიმის ჟანრის ჩამოყალიბებას. თავის დროზე მისი გავლენა განიცადეს მოლიერმა, გოლდონიმ, გოციმ. იგი ხელმეორედ გაიფურჩქნა მოდერნიზმის ხანაში. იტალიური თეატრალური კულტურა დღესაც საზრდოობს კომედია დელ’არტეს მიერ შექმნილი სასცენო ტრადიციებით. შემდგენლები არიან ფ. სკალა (1611) და ზ. ლოკატელი (1622).

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები