პანჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:16, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანჩი

პანჩი – ინგლისური თოჯინების სახალხო თეატრის პერსონაჟი. პირველად გაჩნდა ინგლისში 1662 წ. იტალიური თოჯინების თეატრის წარმოდგენებში. დროთა განმავლობაში გადაიქცა მასხარას მუდმივ ნიღბად თოჯინების სპექტაკლებში.

პანჩი კუზიანია, წაწვეტებული ჩაჩი ახურავს, გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი აქვს, დროსტარებას გადაყოლილი ბედოვლათი და ჩხუბისთავია. ეს ნიღაბი პულჩინელას, პოლიშინელის, პეტრუშკას თანამოძმეა. XVIII საუკუნუს ბოლოდან პანჩი იქცა ხელით სათამაშო თოჯინად, ცენტრალური ადგილი დაიკავა სპექტაკლში, პანჩი წარმოადგენს ფეოდალურ-ბურჟუაზიული წყობილების, რელიგიის წინააღმდეგ „მდაბიოთა“ ანარქისტული ამბოხის განსახიერებას.









წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები