სამსონ აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:20, 20 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამსონ აბაშიძე – (ფსევდონიმები: „თერგდალეული“, „ჯვარელი“, „ზემო იმერელი“), (1835-1894) — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, მსახურობდა ალექსანდრე მეორის სამხედრო ამალაში, იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. იქვე დაუახლოვდა მომავალ „თერგდალეულებს“. იზიარებდა ი. ჭავჭავაძის ესთეტიკურ-ლიტერატურულ მრწამსს. თავის პუბლიცისტურ-კრიტიკულ და სატირულ თხზულებებს ბეჭდავდა „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“, მას ეკუთვნის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“ („ცისკარი“, 1862, N 2), რომელშიც გაკრიტიკებულია ი. ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართული ე. წერეთლის წერილი. თარგმნა ლესინგისნათან ბრძენი“. ითვლება გოგოლის თხზულებათა პირველ ქართველ მთარგმნელად. ს. აბაშიძის წიგნი „ნაწერები“ გამოიცა 1957 წ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები