უსერკარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:40, 13 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უსერკარა – (ეგვ. Wšr-k3-R, „ძლიერია რას კა“ დაახლოებით ჩვ.წ.-მდე XXIIIს.), ეგვიპტის VI დინასტიის მეორე ფარაონი. დღეს ბევრი თანამედროვე მეფეთა ცხრილი მას საერთოდ არ მოიხსენიებს, მაგრამ მისი სახელი დაფიქსირებულია აბიდოსის მეფეთა სიაში დინასტიის პირველი და მესამე ფარაონების, ტეტის და პეპი I-ს შორის. ტურინის მეფეთა სიაში იგივე ადგილას ცარიელი კარტუშია. რადგან არსებული ცნობების თანახმად ტეტი შეთქმულების მსხვერპლი გახდა, უსეკარა მიჩნეულია უზურპატორად, რომელიც ამ შეთქმულების უკან იდგა, მაგრამ ტეტის შვილმა, პეპი I-მა მოახერხა ტახტის დაბრუნება. შესაძლოა, იმეფა 3 წელიწადს. მისი სამარხი ნაპოვნი არ არის.