შაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:07, 14 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაი(ეგვიპტ. სიტყვიდან „ხვედრი“, „ბედისწერა“) ერთდროულად იყო ბედისწერის ცნებაც და პერსონიფიკაციაც. გამოისახებოდა ანთროპომორფულად. ახლოს იდგა მოსავლის ქალღმერთთან თერმუტისთან. ორივენი განასახიერებდნენ ძალებს, რომელთა საშუალებით შემოქმედი ღვთაება ადამინებს ბედს გადაულოცავდა, ამიტომ რას მიმართავდნენ: „შენ შაი ხარ, შენ თერმუტისი ხარ“. თოტი შაის საშუალებით ადამიანს მისი ცხოვრების წლებს განუსაზღვრავდა. „ამონემოპეტის დარიგებებში“ (ახალი სამეფო) ნათქვამია, რომ „ამაოა სიმდიდრის ძიება, რადგან ვერ აიცდენ შენს შაის“. ბერძნულ-რომაულ დროში შეერწყა ალექსანდრიაში პოპულარულ გველის სახის ბედის ღვთაებას აგათოდაიმონს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები