ტურა (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:19, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტურატურის სახე ჰქონდათ გარდაცვლილთა კულტის ღვთაებებს ხენტი-იმენტიუს, ანუბისს და ნაკლებად პოპულარულ ღვთაებას – უპიუს („გამხსნელს“), რომელსაც ჰელიოპოლისში ეთაყვანებოდნენ, როგორც „გარდაცვლილის სხეულის გამხსნელს“. გარდაცვლილთა ღვთაებების ტურა ჩვეულებრივ მუცელზე მჯდომი გამოისახებოდა. მათგან განსხვავებით, დამდგარი გამოისახებოდა ომის ღმერთების უპუატის და სედის ტურები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნები უპუატს, როგორც მგლის, ანუბისს კი როგორც ძაღლის ღვთაებას აღწერდნენ. ტურის თავებით გამოისახებოდნენ ასევე ჰიერაკონპოლისის სულები და ხორის შვილი დუამუტეფი. გარდაცვლილთა სამყაროში ტურები მზის ბარკას მიაცურებდნენ.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები