ხუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხუ – (ეგვ. Hw, დაფიქსირებულია პირამიდების ტექსტების ეპოქიდან), სიტყვის ძალის, ღვთაებრივი გამონათქვამის და ბრძანების პერსონიფიკაცია. ითვლებოდა, რომ ის რას ფალოსიდან დაწვეთებული სისხლის წვეთისაგან წარმოიშვა. პირამიდების ეპოქის თეოლოგიის თანახმად, როცა გარდაცვალების შემდეგ ფარაონი მარტოხელა ვარსკვლავად გარდაისახებოდა, ხუ მისი თანამგზავრი იყო და ფარაონის სურვილები სწორედ მისი დახმარებით უნდა ასრულებულიყო. ზოგიერთი ვარაუდით, ხუ ძალიან ჰგავს პტახის ენის ძალას მემფისის კოსმოგონიურ სისტემაში, სადაც სამყარო სწორედ პტახის მიერ საგნების ხმამაღლა დასახელებით შეიქმნა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები