კარტოგრაფიული ბადე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:14, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარტოგრაფიული ბადე – (cartographical grid, graticule), მერიდიანებისა და პარალელების ბადე რუკაზე ან გეგმაზე, აგებული ამა თუ იმ კარტოგრაფიულ პროექციაში. დაცულია მერიდიანებისა და პარალელების მიმართ საგნებისა და მოვლენების ობიექტურად არსებული განლაგება. კარტოგრაფიული ბადე შესაძლებლობას იძლევა საგნის ან მოვლენის სივრცითი ლოკალიზაცია განისაზღვროს ორი განზომილებით – განედით (φ) და გრძედით (λ). მესამე განზომილება – აბსოლუტური სიმაღლე (h) აღინიშნება მხოლოდ საჭიროების მიხედვით რიცხვით ან იზოხაზებით.