რუკის ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:48, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუკის ენა – (map language), კარტოგრაფიულ სახვით საშუალებათა სისტემა. შეიცავს პირობით აღნიშვნებს, მათი რუკის შესადგენად და წასაკითხად გამოყენების ხერხებს. რუკის ენას იკვლევს და ამუშავებს კარტოგრაფიული სემიოტიკა. XX საუკუნის 60-იან წლებში კარტოგრაფიის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენდა სახვითი საშუალებების სრულყოფა, რაც შესაბამისად აისახა ენობრივ კონცეფციაში.