ტულესი
ტულესი (ლათ. Squatarola squatarola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტულესი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეჭვავიები (Charadriinae)
- გვარი − ტულესი (Squatarola)
ტულესი მეჭვავიასნაირთა შორის მოზრდილი ზომის ფრინველია. ფრთა 115–205 მმ-ია, გალო–45–50 მმ, ნისკარტი – 25–35 მმ, წონა – 200– 300 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განს- - ხვავებაა. მამალს ზაფხულში შუბ- ლი, თავის გვერდები, ყელი, მკერდი და მუცლის წინა ნაწილი შავი აქვს. მუცლის უკანა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები თეთრი. შუბ- ლიდან თვალებისა და ყურების ზე- მოთ, კისრის, ჩიჩახვისა და მკერდის გვერდებზე ფართო თეთრი ზოლე- ბი გასდევს, რომლებიც შავი ფერის ქვემო მხარეს ჭრელი ზურგისაგან გა- მოყოფს. თავი ზემოდან თეთრია, მაგ- რამ კეფაზე შავი წინწკლებია. ზურ- გის მხარე შავია, მაგრამ მრავალი განივი თეთრი ზოლითაა აჭრელებუ- ლი. მომქნევები მოშავოა, ხოლო მა- თი ღეპეპები თეთრი. იღლიის ბუმ- ბულები, ნისკარტი და ფეხები შავია. დედალი ქვემო მხარეს შავია, მაგრამ აქა- იქ ურევია თეთრი ბუმბულები. ფართო თეთრი ზოლები კისრისა და ჩიჩახვის გვერდებზე მოწაბლისფრო წინწკლებითაა აჭრელებული. დანარჩენი ისეთივე შეფერილობისაა, როგორიც მამალი. ზამთარში ფრინველი ზემოდან მონაცრის- ფრო-მურაა, მოთეთრო ლაქებით. შუბლი, თავი გვერდებიდან და სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მურა ფერის ლაქებით. სურ. 129. ტულესი. გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა. ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრის ზონას კანინის ნახევარკუნძულიდან ჩუკოტკამდე, ანადირის უბის ნაპირების გასწვრივ და აღ- მოსავლეთით ალასკიდან ჰუძონის უბემდე. კოლის ნახევარკუნძულზე მოიპო- ვება მხოლოდ მიმოფრენის დროს. ზამთრობს ატლანტის, ინდოეთისა და წყნა- რი ოკეანეების, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. ალასკის ტუნდრებში მობუდარი ეგზემპლარები ზამთრობენ სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში მიმოფრენის დროს, ზოგჯერ ზამთარშიც, ნაპოვნია შავი ზღვის სანაპიროებზე. ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს ტუნდრის შემაღლებულ და მშრალ ადგილებ- ში, იშვიათად დაბლობებშიც. დაჭაობებულ ადგილებს თავს არიდებს. მიმოფ- რენის დროს და ზამთარში ეტანება ზღვების, ტბებისა და მდინარეების ქვიშ- ნარ ნაპირებს. S. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. მონოგამიური ფრინველია. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ქვიშიან ან ტორფიან ჩაღრმავებაში, ამოფენს ხმელი ბალახით, ხავსით, მღიერებით ან სხვა მცენარეული მასალით. ივნისის მეორე ნახევარში ან ივლისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. საინკუ- ბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა. კ ვ ე ბ ა ტულესის ძირითადი საკვებია : მწერები – ცხვირგრძელა ხოჭო- ები, სიფრიფანაფრთიანები, ბაღლინჯოები და სხვ. ზამთარში ჭამს გვერდუ- ლებს, მოლუსკებს და სხვა უხერხემლოებს. მცირე რაოდენობით იყენებს მცე- ნარეთა თესლებსაც. მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. ზოგიერთ ადგილას, სადაც ეს ფრინველი რიცხვმრა- ვალია, აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობა. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.