ტულესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტულესი

ტულესი (ლათ. Squatarola squatarola Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტულესი.

ტულესი მეჭვავიასნაირთა შორის მოზრდილი ზომის ფრინველია. ფრთა 115-205 მმ-ია, გალო – 45-50 მმ, ნისკარტი – 25-35 მმ, წონა – 200-300 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამალს ზაფხულში შუბლი, თავის გვერდები, ყელი, მკერდი და მუცლის წინა ნაწილი შავი აქვს. მუცლის უკანა ნაწილი და კუდის ქვემო მფარავები თეთრი. შუბლიდან თვალებისა და ყურების ზემოთ, კისრის, ჩიჩახვისა და მკერდის გვერდებზე ფართო თეთრი ზოლები გასდევს, რომლებიც შავი ფერის ქვემო მხარეს ჭრელი ზურგისაგან გამოყოფს. თავი ზემოდან თეთრია, მაგრამ კეფაზე შავი წინწკლებია. ზურგის მხარე შავია, მაგრამ მრავალი განივი თეთრი ზოლითაა აჭრელებული. მომქნევები მოშავოა, ხოლო მათი ღეპეპები თეთრი. იღლიის ბუმბულები, ნისკარტი და ფეხები შავია. დედალი ქვემო მხარეს შავია, მაგრამ აქა-იქ ურევია თეთრი ბუმბულები. ფართო თეთრი ზოლები კისრისა და ჩიჩახვის გვერდებზე მოწაბლისფრო წინწკლებითაა აჭრელებული. დანარჩენი ისეთივე შეფერილობისაა, როგორიც მამალი. ზამთარში ფრინველი ზემოდან მონაცრისფრო-მურაა, მოთეთრო ლაქებით. შუბლი, თავი გვერდებიდან და სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მურა ფერის ლაქებით.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრის ზონას კანინის ნახევარკუნძულიდან ჩუკოტკამდე, ანადირის უბის ნაპირების გასწვრივ და აღმოსავლეთით ალასკიდან ჰუძონის უბემდე. კოლის ნახევარკუნძულზე მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის დროს. ზამთრობს ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. ალასკის ტუნდრებში მობუდარი ეგზემპლარები ზამთრობენ სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში მიმოფრენის დროს, ზოგჯერ ზამთარშიც, ნაპოვნია შავი ზღვის სანაპიროებზე.

ბიოტოპი

ბინადრობს ტუნდრის შემაღლებულ და მშრალ ადგილებში, იშვიათად დაბლობებშიც. დაჭაობებულ ადგილებს თავს არიდებს. მიმოფრენის დროს და ზამთარში ეტანება ზღვების, ტბებისა და მდინარეების ქვიშნარ ნაპირებს.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ქვიშიან ან ტორფიან ჩაღრმავებაში, ამოფენს ხმელი ბალახით, ხავსით, მღიერებით ან სხვა მცენარეული მასალით. ივნისის მეორე ნახევარში ან ივლისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

ტულესის ძირითადი საკვებია: მწერები – ცხვირგრძელა ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები, ბაღლინჯოები და სხვ. ზამთარში ჭამს გვერდულებს, მოლუსკებს და სხვა უხერხემლოებს. მცირე რაოდენობით იყენებს მცენარეთა თესლებსაც.

მნიშვნელობა

ზოგიერთ ადგილას, სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობა. საქართველოში პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები