ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი
ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი – დაარსდა 1977, რომლის დირექტორი იყო დ. ახვლედიანი, 1979-იდან ორკესტრის დირექტორია დ. იამანიძე. პირველი მთავარი დირიჟორი იყო რ. ხურცილავა (1977-1988), ორკესტრში მუშაობდნენ: თ. კობახიძე, თ. ჭუმბურიძე, მ. კობახიძე, ტ. დუგლაძე, ი. ჭიაურელი, რ. ჯავახიშვილი. ორკესტრთან სისტემატიურად თანამშრომლობდნენ დირიჟორები: ო. დიმიტრიადი, რ. ტაკიძე, ა. მამაცაშვილი, მ. დოლიძე, დ. მუქერია. 1992-2000 დირიჟორები იყვნენ მხოლოდ მოწვევით.
ორკესტრს შესრულებული აქვს მსოფლიოს კლასიკური სიმფონიური მუსიკის მრავალი ნიმუშები: ბეთჰოვენის IX სიმფონია, მოცარტის „რეკვიემი“ (სომხეთის აკად. საგუნდო კაპელის მონაწილეობით), ბახის, ჰაიდნის, ბერლიოზის, შოსტაკოვიჩის, ბალანჩივაძის, ცინცაძის, მაჭავარიანის, კვერნაძის, აზარაშვილის და სხვათა ნაწარმოებები. 1992 ორკესტრი გასტროლებზე იმყოფებოდა ესპანეთში.