ცხოველთა ეპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 9 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხოველთა ეპოსი – ზღაპრული ეპოსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეიცავს ზღაპრებს ცხოველების შესახებ, ჩამოყალიბდა ფოლკლორის განვითარების უძველეს საფეხურზე. ცხოველთა ეპოსში ასახვა პოვა ადამიანის პირველყოფილმა შეხედულებებმა, კერძოდ, ანიმიზმმა და ტოტემიზმმა.

ცხოველთა ეპოსმა დიდი ცვლილებანი განიცადა. წარმართული რწმენების გაქრობამ და მონისტური რელიგიის დამკვიდრებამ ეპოსს ახალი იდეური გააზრება მისცა ცხოველთა ეპოსის პერსონაჟებია როგორც გარეული (დათვი, მგელი, მელა, ტურა, ოფოფი, ძერა და სხვ.), ისე შინაური ცხოველები და ფრინველები. ძირითად კომპოზიციურ ელემენტს წარმოადგენს პერსონაჟთა შეხვედრა და დაძმობილება. მხატვრული თვალსაზრისით ტიპური განმეორებები და ფორმულები ახასიათებს. ხშირია დიალოგები, რომლებიც ზოგჯერ მოკლე ლექსების სახითაა წარმოდგენილი. საერთოდ პროზისა და ლექსის მონაცვლეობა ცხოველთა ეპოსში იშვიათი არაა.

ცხოველთა ეპოსი უმთავრესად საბავშვო ფოლკლორის სფეროში შედის. აქ ხშირად დაპირისპირებულია ბოროტება და სიკეთე, სამართლიანობა და უსამართლობა, შუღლი და მეგობრობა.

ფ. ზანდუკელი



ლიტერატურა

ქართული ხალხური ზღაპრები, ტ. I მიხეილ ჩიქოვანის რედაქციით, კომენტარებით და ლექსიკონით, თბ., 1938.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები