დაძმობილება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 25 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაძმობილება – მეგობრობა-ამხანაგობის ფორმა, ხალხური ეპოსის გავრცელებული მოტივი. დაძმობილება გულისხმობს ორი ან რამდენიმე პერსონაჟის დაკავშირებს საგმირო-რომანტიკული საქმისთვის, ვინმეს გასაჭირიდან დახსნის ან რაღაცის ძიების მიზნით. ზღაპრებში ნიშანდობლივია დაძმობილება მარტოხელა გმირისა სხვადასხვა თვისებების მქონე ბუმბერაზებთან (ბელტიყლაპია, გორიგლეჯია). დაძმობილება დამორჩილების ნიადაგზეც შეიძლება („ზღაპარი უხეიროსი“). დაძმობილების სახით ეპოსში ასახულია ქართული წესჩვეულების – ძმადნაფიცვის ტრადიციები.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ხევი, 1934;
  • მიხ, ჩიქოვანი, საგმირო რომანტიკული მოტივები ქართულ ეპოსში, ლიტ. ძიებანი, ტ. I, 1943;
  • ალ. ღლონტი, ქართელ-ხალხური ნოველა, 1963.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები