ჰალუცინაცია
ჰალუცინაცია - (hallucination), ნებისმიერ მოდალობაში წარმოქმნილი სენსორული აღქმა, შესაბამისი გარეგანი სტიმულირების არარსებობისას. სენსორული მოდალობის გარდა, ჰალუცინაციები იყოფა ინტენსივობის, სირთულის, აღქმის სიცხადის და გარე სამყაროში მათი პროექციის სუბიექტური ხარისხის მიხედვით.
ჰალუცინაციები შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელ ადამიანს – ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში (ჰიპნოგოგიური) ან არასრული გამოღვიძებისას (ჰიპნოპომპიური). როგორც პათოლოგიური ფენომენი, ჰალუცინაცია შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი დაავადებების სიმპტომს, როგორიცაა თავის ტვინის დაავადება, ფუნქციური ფსიქოზი, სამკურნალო (ფსიქოაქტიური) საშუალების ტოქსიკური ზემოქმედება. ყოველ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შეინიშნება დამახასიათებელი თავისებურება. ასევე აუცილებელია განვასხვავოთ კულტურულად წესდებული „ფსევდოჰალუცინაციებისაგან“ და ტრანსისგან. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ჰალუცინაციების აღწერა
სირთულის მიხედვით - მარტივი
- რთული
შეგრძნების მოდალობის მიხედვით სპეციალური მახასიათებლების მიხედვით - სმენითი
- მეორე პირის
- მესამე პირის
- Gedankenlautwerden
- écho de la pensée
- მხედველობითი
- ექსტრაკამპინური
აუტოსკოპური ჰალუცინაცია რეფლექტორული ჰალუცინაცია ჰიპნოგოგიური და ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები
(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)