გნომონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გნომონი – (gnomon), უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო – ჰორიზონტულ ზედაპირზე ვერტიკალურად დამაგრებული ღერძი. ღეროს ჩრდილის სიგრძითა და მიმართულებით განსაზღვრავენ მზის სიმაღლეს და აზიმუტს. დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მოკლე ჩრდილი შუადღის ხაზის მიმართულებას უჩვენებს. გნომონით განსაზღვრავდნენ აგრეთვე ადგილის განედს.
ამჟამად გნომონს მზის საათად იყენებენ. ძვ.წ-ის III-II ს-ში ბერძენმა მეცნიერმა ერატოსთენემ გნომონი გამოიყენა დედამიწის გარშემოწერილობის განსაზღვრის დროს