ალიქლარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალიქლარ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Аликлар – ალიქები) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ოთხი გვარიდან ერთ-ერთი, რომელიც მისი დამაარსებლის – ალიქის – სახელს ატარებს. თქმულებებში ალიქი არ იხსენიება; გვარს მისი შთამომავალი ალაუგანი ხელმძღვანელობს (აღსანიშნავია, რომ ამ პერსონაჟს ნართული გადმოცემების სვანური ვარიანტიც იცნობს). ნართების დიდი ნადიმები მუდამ ალიქების გვარში ეწყობა, რომლის დროსაც გამოიყენება სასწაულებრივი თასი („აგუნა“); აქვე მოსაკლავად იწვევენ აწ უკვე დაბერებულ ჲორჲუზმექს (უკავშირდება მოხუცთა მოკვდინების ჩვეულებას). ეპოსში ალიქები გონიერებასა და მაგიურ შესაძლებლობებს განასახიერებენ (ჟ. დჲუმეზილის მიხედვით, ქურუმთა ფუნქციას ანხორციელებენ).

ბალყარულ-ყარაჩული ალიქლარის ადიღური და ოსური პარალელებია ალიჯხერი და ალაგათა.


ლიტერატურა

  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1970;
  • Дзидзигури Ш. Грузинские варианты нартского эпоса. Тб., 1971;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები