აქელოოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქელოოსი(ბერძნ.) ზღვის ღვთაება. ოკეანოსისა და ტეთისის ძე.

აქელოოსს შეეძლო ნებისმიერი სახის მიღება. ცნობილია მისი ბრძოლა ჰერაკლესთან დეიანირას გამო. ამ შერკინებისას აქელოოსმა მიიღო ხარის სახე. ჰერაკლემ მას რქა მოსტეხა, რომელიც, ზოგი მითის თანახმად, ნაიადებმა ყვავილებით აავსეს და სიუხვის რქა უწოდეს.

ჰერაკლეს მიერ დამარცხებული აქელოოსი მდინარე თოასში მიიმალა, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი უწოდეს. აქელოოსს მიიჩნევდნენ სირინოზების (სირენების) მამად.

აქელოოსის ნიღაბი, რომელიც გამოსახავს მოხუც, წვერიან კაცს გაღებული პირით, საიდანაც წყალი მოიღვრება, ხშირად ამშვენებს შადრევნებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები