ბადრიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Badrize daviT.jpg

ბადრიძე დავით გიორგის ძე - (23. III. 1899, ქუთაისი, – 26.I.1987, მოსკოვი), ქართველი მომღერალი (ლირიული ტენორი) და პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1924) და თბილისის კონსერვატორია (1926, პროფ. ე. ვრონსკის კლასი). ამავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე (ჰერცოგი - ვერდის „რიგოლეტო“), სადაც მღეროდა 1934-მდე. 1934-36 იყო სვერდლოვსკის, 1936-44 კვლავ თბილისის 1944-48 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი. 1952-იდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუს. პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-58 როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი). 1962-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგია. 1967-70 მოღვაწეობდა კაიროს კონსერვატორიაში. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1950).

შესრულებული აქვს მრავალი მთავარი პარტია:

  • ჰერცოგი და ალფრედი (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“),
  • მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“),
  • მეურმე (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“),
  • ერეკლე (ვ. გოკიელის „პატარა კახი“),
  • კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“),
  • ჰოფმანი (ჟ. ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრები“) და სხვ.


გადაღებულია კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ (1944, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950). ა. წულუკიძე.


იხილეთ აგრეთვე

დავით ბადრიძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები