ბატალიაში შეყვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატალიაში შეყვანა – გაერთიანებების (შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების) ორგანიზებული წინ წაწევა, გაშლა და ჩაბმა ბრძოლაში II ეშელონიდან და რეზერვიდან ძალისხმევის გასაძლიერებლად. ასევე მოწინააღმდეგესთან შედარებით ძალებსა და საშუალებებში უპირატესობის უზრუნველსაყოფად.

გაერთიანებები და შენაერთები შეჰყავთ ბატალიაში, ხოლო ნაწილები და ქვედანაყოფები - ბრძოლაში. ბატალიაში (ბრძოლაში) შეყვანის დაგეგმვა ხდება ოპერაციის (ბრძოლის) მომზადებისას, აგრეთვე მისი მსვლელობისას, როდესაც ჩნდება საამისო საჭიროება. შეტევაში შეყვანა ხორციელდება, როგორც წესი, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე ოპერაციაში (ბრძოლაში) წარმატების გასავითარებლად, ძალისხმევის გადასატანად ახალ მიმართულებებზე, I ეშელონის ჯარების შესაცვლელად, რომლებმაც დაკარგეს ბრძოლისუნარიანობა. ასევე მოწინააღმდეგის კონტრდამრტყმელი (კონტრმოიერიშე) დაჯგუფებების, მისი II ეშელონის და რეზერვის გასანადგურებლად, აგრეთვე ალყაში მოსაქცევად. სამანევრო (სარეიდო) მოქმედების შესასრულებლად მოწინააღმდეგის ზურგში და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად.

ბატალიაში (ბრძოლაში) შეყვანის მხარდაჭერა ხდება მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობის ძალების და საშუალებების ცეცხლით და დარტყმებით. იგი ყოველმხრივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბატალიაში (ბრძოლაში) შეყვანის წინ და მისი მსვლელობისას ეწყობა და ხდება მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანება. შეყვანა წარმოებს როგორც წესი, შეუჩერებლივ (მარშიდან) წინ მოქმედ ჯარებს შორის შუალედებში ან მათი ფლანგებიდან ისეთ პირობებში, როდესაც აუცილებელია უმოკლეს ვადაში ძალისხმევის ზრდა, დასაშვებია ჯარების შეყვანა წინ მოქმედ შენაერთებსა და ნაწილებზე (ქვედანაყოფებზე) გადასწრების გზით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები