გვატემალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

გვატემალა - (Guatemala - რესპუბლიკა გვატემალა), სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთით - მექსიკა, სამხრეთით - სალვადორი, დასავლეთით - ბელიზი და გონდურასი, აღმოსავლეთით - კარიბის ზღვა.

ფართობი - 108,9 ათ.კმ2.

მოსახლეობა - 14,3 მლნ. კაცი (2012),

ოფიციალური ენა - ესპანური.

დედაქალაქი - ქ. გვატემალა.

ადმინისტრაციულად იყოფა 22 დეპარტამენტად.

ქვეყნის და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული კონგრესი (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1821 წელს.

გვატემალა აგრარული ქვეყანაა, მოჰყავთ ტროპიკული კულტურები საექსპორტოდ. ამზადებენ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია-წამალს.

საზღვაო პორტებია დასავლეთში: სან ხოსე, ჩამპერიკო; აღმოსავლეთში - პუერტობარიოსი.

საერთაშორისო აეროპორტი - გვატემალა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 15,2 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 13,5 ათ., სადაც გაერთინებულია სამხედრო-საჰაერო 0,7 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 1 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები