გოგშელიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Giorgi gogshelidze.PNG

გიორგი გოგშელიძე — (დ. 7 ნოემბერი, 1979, გორი), ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (96 კგ). 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშების ­ ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (2001), მეორე (2006) და მესამე (2009, 10) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (2008), მეორე (2001, 10) და მესამე (2006, 07) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლამდე გამოდიოდა რუსეთის სახელით.

2008 წლის ოლიმპიური თამაშები

96 კგ, 19 მონაწილე
1. შირვანი მურადოვი (რუსეთი)
2. გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3. ხეტაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
3. მიშელ ბატისტა (კუბა)
I წრე ­ ისვენებდა; II წრე ­ ქულებით (2:0) სძლია ალექსეი კრუპნიკოვს (ყირგიზეთი); III წრე ­ ქულებით მოუგო (4:0) საიდ აბრაჰიმის (ირანი); IV წრე ­ ქულებით (2:3) წააგო თეიმურაზ თიგიევთან (ყაზახეთი); V წრე ­ წმინდად (2,58) დაამარცხა მიშელ ბატისტა (კუბა).

ჩემპიონად გამოცხადებული თეიმურაზ თიგიევი, მოგვიანებით, დოპინგის გამოყენებაში ამხილეს, ოქროს მედალი ჩამოართვეს, გოგშელიძეს კი ბრინჯაოს ნაცვლად ვერცხლის მედალი გადასცეს.

2012 წლის ოლიმპიური თამაშები

96 კგ, 19 მონაწილე
1. ჯეიკობ ვარნერი (აშშ)
2. ვალერი ანდრეიცევი (უკრაინა)
3. გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3. ჰეტაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
I წრე ­ არ გამოცხადდა სალეჰ ემარა (ეგვიპტე); II წრე ­ ქულებით (3:0) მოუგო ნიკოლაი ცებანს (მოლდოვა); III წრე ­ ქულებით (1:3) წააგო ჯეიკობ ვარნერთან (აშშ); მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ქულებით (3:1) დაამარცხა ყურბან ყურბანოვი (უზბეკეთი).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები