გუგუშვილი თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეიმურაზ გუგუშვილი

გუგუშვილი თეიმურაზ აკაკის ძე - (7. III. 1951, თბილისი), ქართველი მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1989). 1976 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ნ. ანდღულაძის კლასი).

1982-83 სტაჟირება გაიარა მილანის თეატრ „ლა სკალაში“, 1984 – ასპირანტურა – სტაჟირება თბილისის კონსერვატორიაში (ნ. ანდღულაძის ხელმძღვანელობით). 1977-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქვს ლამაზი ტემბრის, სრული დიაპოზონის ხმა, გამოირჩევა მაღალი ვოკალური კულტურით.

პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ნაცარქექია (მ. დავითაშვილის „ნაცარქექია“), არზაყანი, ერთაოზი, მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“, „პირველი სიყვარული“, „მინდია“), ნემორინო (დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), გრაფი ალმავივა (როსინის „სევილიელი დალაქი“), ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“), დონ კარლოსი, ჰერცოგი (ვერდის „დონ კარლოსი“, „რიგოლეტო“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), ლენსკი (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), თვითმარქვია (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვ.

გასტროლებს მართავს რუსეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრალიაში, მონღოლეთში, თურქეთში, იტალიაში, აშშ-ში (1988 აშშ-ის მენის შტატის ქ. საორის საოპერო კომპანიის გუნდს ქართულად შეასწავლა „აბესალომ და ეთერის“ საგუნდო პარტია). 2003 დაჯილდოვდა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიით. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის კონსერვატორიაში.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

თეიმურაზ გუგუშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები