კამერუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კამერუნის რესპუბლიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კამერუნის დროშა

კამერუნი - (Cameroun - კამერუნის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი გადის ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში.

ფართობი - 475,4 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 19,9 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ფრანგული და ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. იაუნდე.

ადმინისტრაციულად იყოფა 10 პროვინციად. კამერუნი შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

საკანონმდებლო ძალაუფლება ეკუთვნის პრეზიდენტს და ეროვნულ კრებას (ერთპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1972 წლის 20 მაისს, 1984 წელს ახლანდელი დასახელება ეწოდა.

კამერუნს უკავია მოწინავე პოზიციები ცენტრალურ აფრიკაში ეკონომიკის მაჩვენებლების მიხედვით. მთავარი საექსპორტო პროდუქციაა: ნავთობი, კაკაო, ყავა, ბამბა, ალუმინი და ხის მერქანი.

საზღვაო პორტებია: დუალა, კრიბი.

საერთაშორისო აეროპორტებია: დუალა, იაუნდე, ტიკო და მარუა.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 14,1 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 12,5 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 300, სამხედრო-საზღვაო ძალები 1,3 ათ., გასამხედროებული ფორმირება - ჟანდარმერია 9 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები