კლდის ხახვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდის ხახვი — Allium kunthianum Ved

Allium kunthianum Ved. (A.lepidum Kunth.) — კლდის ხახვი

მრავალწლოვანი მცენარეა, კვერცხისებრი, 0,75-1 სმ დიამეტრის ბოლქვითა და 8-25 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი 2-3, ნახევრად ცილინდრული 1 მმ-მდე სიგანის; ქოლგა ნახევრადსფერულია, მცირე ყვავილიანი; ყვავილსაფარი პრიალა, ვარდისფერი.ყვ. VIII-IX; ნყ. X-XI.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთური სახეობაა, საერთო კავკასიური ირადიაციებით. აღწერილია შუშის მიდამოებიდან (აზერბაიჯანი). კავკასია: იმიერკავკასია: (დაღესტანი), დას. და აღმ., სამხრ. ამიერკავკასია.

საქართველოში გავრცელებულია: აფხაზეთი, აჭარა, ქართლი, მთიულეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, კახეთი, თრიალეთი, ჯავახეთი (საქ.ფლორა, 1941; საქ. მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხვდება მხოლოდ კოჯრის მიდამოებში.

ქსერომეზოფილური მცენარეა, სინათლის მოყვარული, იზრდება მაღალმთიანეთში, მდელოებზე, სუბალპურ და ალპურ სარტყელში; დაკორდებულ ველებზე, წვრილღორღიან მთა-ველის ნიადაგებზე, ზოგჯერ კლდეებზე.

თბილისის მიდამოებისათვის იშვიათ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები