კურდანაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კურდანაჲ — (X ს.) ჰიმნოგრაფი, პ. ინგოროყვას აზრით, მესხეთის ჰიმნოგრაფიული სკოლის წარმომადგენელი ბერად აღკვეცის შემდგომ კვირიკედ იწოდება. 70-იან წლებში მიდის სინას მთაზე. 977 წელს გადანუსხა პავლეს ეპისტოლენი და „მოციქულთაჲ“, რომელთა ანდერძშიაც მოიხსენება, როგორც კვირიკე-კურდანა. უკანასკნელი კვლევა-ძიებით (ლ. ჯღამაია), კვირიკე-კურდანა უნდა იყოს სინას მთაზე საბაწმიდიდან მოსული კვირიკე სოხასტერელი. მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულია კურდანაჲს „დასდებელნი წმიდისა აღდგომისანივე“, რომლის კიდურწერილობაა „კურდანაჲ“.


ტექსტი

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რჲდ-რჲე; ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1945, გვ. 348-349.

ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, 1965, გვ. 348.
  • ლ. ჯღამაია, მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, „მაცნე“, 1973, N4, გვ. 56-59.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები