ლოკალური ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოკალური ომი - (ლათინური localis - ადგილობრივი), პოლიტიკური მიზნებით, საომარი მოქმედებების სივრცობრივი გაქანებით, გამოყენებული შეიარაღებული ძალებისა და საშუალებების რაოდენობით და ხარისხით შეზღუდული ომი.

კონკრეტული მასშტაბების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით ზოგიერთი მათგანის დასახელებისთვის, რომლებსაც შეიარაღებული ბრძოლის შედარებით დაბალი ინტენსივობა ახასიათებთ, ზოგჯერ გამოიყენება სამხედრო-ისტორიული ტერმინი - „მცირე ომები”. თანამედროვე ლოკალური ომების უმრავლესობა ომის ფორმალური, იურიდიული გამოცხადების გარეშე დაიწყო.

ლოკალური ომის შეზღუდვა მათი მონაწილეებისათვის ხშირად არ არის ცალმხრივი; რადგან, როდესაც ერთ-ერთ მეომარ სახელმწიფოს მოქმედებაში მოჰყავს თავისი სამხედრო ძალების მხოლოდ ნაწილი, ამ დროს მეორეს სჭირდება ერის მთელი ძალების მობილიზაცია. ცალკეულ შემთხვევებში ომები, რომლებიც გლობალური თუ რეგიონული მასშტაბით ლოკალურად წარმოგვიდგება, არ არის ასეთი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ან ეთნოპოლიტიკური განზომილებისა (მაგალითად, ირან-ერაყის 1980-88 წლების ომი).

თანამედროვე ლოკალური ომებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე მათი ინტერნაციონალიზაციის ტენდენცია. ამის შედეგად ლოკალური ომი იძენს კოალიციური ომის ნიშან-თვისებებს.

XXI საუკუნის დამდეგს მთელ რიგ ლოკალური ომებს ახასიათებდა შეიარაღებულ ბრძოლაში ჩაბმული ძალების ფართო დიაპაზონი - ორივე მხრივ ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფებებამდე; ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული მასშტაბის საომარი მოქმედების წარმოების სხვადასხვა ხერხის და ფორმის გამოყენება; შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების მთელი არსებული არსენალის ამოქმედება.

არ არის გამორიცხული დაზიანების ბირთვული საშუალებების შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული (პროვოკაციული) გამოყენების ვარიანტი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები