მაო ძედუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაო ძედუნი

მაო ძედუნი (დ. 1893 - გ. 1976)ჩინეთის სახელმწიფო მოღვაწე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე (1943-76).

1931 წლიდან ხელმძღვანელობდა ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში გამოცხადებული საბჭოთა რესპუბლიკის სტრუქტურებს.

1934-36 წლებში ჩან კაიშის ჯარების ზეწოლამ კომუნისტები აიძულა დაეტოვებინათ დაკავებული ტერიტორიები და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადასულიყვნენ. მაო ძედუნი ამ ოპერაციის (ე.წ. „დიდი ლაშქრობის“) ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მძიმე დანაკლისის მიუხედავად ჩინეთის წითელმა არმიამ მოახერხა შენსის პროვინციაში გადასვლა, სადაც მისი ახალი სამხედრო ბაზა ჩამოყალიბდა.

1937-45 წლებში, ჩინეთ-იაპონიის ომის დროს, კომუნისტებმა კავშირი დაამყარეს ჩან კაიშისთან, მაგრამ იაპონიის დამარცხების შემდეგ ჩინეთში კვლავ იფეთქა სამოქალაქო ომმა (1946-49). კომუნისტებმა სსრ კავშირის დახმარებით დაამარცხეს ნაციონალისტები და განდევნეს ისინი ჩინეთიდან. ჩან კაიშიმ შეინარჩუნა მხოლოდ კუნძული ტაივანი.

1949 წელს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლის ცენტრალური სამთავრობო საბჭოსა და სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა მაო ძედუნი მას სიკვდილამდე ეკავა ჩინეთის ხელმძღვანელი პოსტები.

1959 წლისათვის ჩინეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მაო ძედუნის კულტი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები