ნიახური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიახური - Apium graveolens L.

Apium graveolens L. – ნიახური.
მეგრულადსონა.

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა უსწორო თითისტარისებრი ფესვით და 20-60 სმ სიმაღლის დატოტვილი, წახნაგოვან-ღარებიანი ღეროთი. სიცოცხლის პირველ წელს წარმოქმნის ფოთლისეულ როზეტს, მეორე წელს – 100 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომ, ძლიერდატოტვილ ღეროებს. ფოთლები პრიალაა, მუქი მწვანე, ფრთისებრგანკვეთილი. ყვავილები შეკრებილია მრავალრიცხოვან წვრილ 6-12 სხივიან ქოლგაკებად; ყვავილი მცირე ზომისაა, მომწვანო-მოყვითალო. ნაყოფი მომრგვალოა, წვრილი (1,5-2 მმ დიამეტრის), ლეგა ან მურა-ყავისფერი. ყვ. VII-VIII; ნაყ. IX.

იზრდება ტენიან მლაშობ ადგილებზე, დაბლობებში. აშენებენ და ზოგჯერ ველურდება.

ნაყოფები შეიცავს ეთერზეთებს, რომლის მთავარი შემადგენელეია ლინეონი.ცნობილი არომატული სანელებელია. მცენარის დამახასიათებელი სუნი და სასიამოვნო გემოვნება ეთერზეთების შემცველობითაა გამოწვეული.

სამკურნალოდ გამოიყენება მთელი მცენარე ფესვებთან ერთად, ნედლი და მშრალი სახით, ნაყოფი. ძირხვენა შეიცავს მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის შაქრებს, ნედლ ცილებს, ქარვის, ვაშლის, ლიმონის, ღვინის, მჟაუნას ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს. ფოთლები მდიდარია ვიტამინებით (ჩ-110 მგ%, კაროტინი (პროვიტამინი A, B1, B2, PP), კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მინერალური მარილებით; აღინიშნება – ეთერზეთები, ორგანული მჟავები, ფურანოკუმარინები, ფლავონოიდები.

ხასიათდება დიურეზული, ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, თირკმელების მოქმედების მასტიმულირებელი, მადის გამაძლიერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობების შემახორცებელი, ცინგის და მალარიის საწინააღმდეგო და მსუბუქი საფაღარათო მოქმედებით.

იხმარება თირკმელების და რესპირატორული დაავადებების, ბრონქიალური ასთმის, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ანთების, ქრონიკული კოლიტის, გასტრიტის, შარდკენჭოვანი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ნეფრიტის, ასთენიური მდგომარეობის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, ჭინჭრის ციების, ჰეპატიტის, ქრონიკული კოლიტის, გასტრიტის, დერმატიტების, ასთენიური მდგომარეობის, უმადობისა და ცუდი საკვებმონელების, ძილის დარღვევისა და ნევროზების დროს. ნაყოფები ხასიათდება დეპრესიული მოქმედებით.

მიღებულია პრეპარატი „სუკაპიგრაველი“ – დიურეზული მოქმედების სტაბილიზირებული წვენი.

ნიახური უძველესი დროიდანაა ცნობილი ეგვიპტელების, ბერძნებისა და რომაელებისათვის. იმ შორეულ წარსულში უკვე კულტივირებული იყო, როგორც დეკორატიული, სამკურნალო და საკულტო მცენარე. საბერძნეთში ნიახურის გვირგვინით ამკობდნენ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს, ფოთლებით სადღესასწაულო დღეებში – საცხოვრებლებსა და ტაძრებს. ინდოეთის, ტიბეტისა და ჩინეთის უძველეს მედიცინაში რეკომენდირებული იყო კიბოთი დაავადებულთათვის. ნიახურის წვენი წყალში ან ძმარში გახსნილი გულის რევის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. ავიცენა თვლიდა რომ კარგად მოქმედებს კუჭზე; კარგია მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტისა და თირკმელებისათვის, მუცლის გაბერილობისას (ბიძინაშვილი, 2013).

ი. შაბლოვსკის თანახმად (1886) მცენარის ფოთლები შედის სურავანდის საწინააღმდეგო წამლის შემადგენლობაში.

უკუჩვენება: უძილობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები