დიმიტრიადი ოდისეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ოდისეი დიმიტრიადი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოდისეი დიმიტრიადი

დიმიტრიადი ოდისეი აქილევსის ძე - (24. VI. 1908, ბათუმი, – 27. IV. 2005, თბილისი), დირიჟორი, სსრკ სახ. არტისტი.

1926-30 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით (მ. ბაგრინოვსკისა და ს. ბარხუდარიანის კლასები). 1933-36 დიმიტრიადი სწავლას განაგრძობს ლენინგრადის კონსერვატორიაში სადირიჟორო განყოფილებაზე (ა. გაუკისა და ი. მუსინის ხელმძღვანელობით). 1937-47 იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორია, ხოლო 1947-52 – საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი. მისი ხელმძღვანელობით პირველად აჟღერდა ა. ბალანჩივაძის, შ. მშველიძის, ა. მაჭავარიანის, ო. თაქთაქიშვილისა და სხვათა ცნობილი ნაწარმოებები.

ომის შემდგომ წლებში დიმიტრიადი იწყებს ფართო საგასტროლო მოღვაწეობას სსრკ-ში, წარმატებით ასრულებს კლასიკური რეპერტუარის მრავალ ნიმუშს. 1952-65 დიმიტრიადი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი იყო. ამ პერიოდში მან უხელმძღვანელა მრავალი კლასიკური და თანამედროვე ოპერის დადგმას, რომელთაგანაც აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1953), შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961), პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (1953) და „ორლეანელი ქალწული“ (1957), ს. ს. პროკოფიევის „სემიონ კოტკო“ (1964), და სხვ. საბალეტო სპექტაკლებიდან ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1958). 1965-75 დიმიტრიადი მუშაობდა სსრკ დიდი თეატრის დირიჟორად.

1958 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად დიმიტრიადი გამოდიოდა ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში. მისი დირიჟორობით სოფიაში დაიდგა ვერდის „აიდა“ (1960), მეხიკოში – მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (1960), ათენში – ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „პიკის ქალი“ (1965). 1937-41 და 1957-1995 თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (სადირიჟორო კლასი). აღზარდა მრავალი თანამედროვე ქართველი დირიჟორი. 1995-იდან ცხოვრობდა საბერძნეთში, ბოლო წლები საქართველოში.


იხილე აგრეთვე

ოდისეი დიმიტრიადი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები