რელიგიური ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიგიური ორგანიზაცია - რელიგიური ორგანიზაციების კვალიფიკაციის მყარი კრიტერიუმი მოძებნილი არაა. შეფასებები სუბიექტურია და შემფასებლის პირადი პოზიციით გაპირობებული. სახელმწიფოს ენა და თეოლოგიის ენა აქ ერთმანეთს არ ემთხვევა. თანამედროვე დემოკრატიული სისტემა და იურისპრუდენცია ტერმინს „სექტა“ (გაუკუღმართებული მრწამსისა და რიტუალის მნიშვნელობით) არ იცნობს. მისთვის ყველა რელიგიური ორგანიზაცია ეკლესიაა. მაგალითად: საკონსტიტუციო ფრაზაში „ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან“ „ეკლესიის“ ქვეშ ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია მოიაზრება - ქრისტიანული, მუსლიმანური თუ, ვთქვათ, წარმართული.

თანამედროვე სოციოლოგი ნეილ სმელზერი რელიგიურ ორგანიზაციებს ოთხ ჯგუფად ყოფს:

რელიგიური ორგანიზაციები როგორც სტრუქტურით, ისე გარემოსთან მიმართების თვალსაზრისით ცვალებადობის კანონს ემორჩილებიან. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს მოცემული კატეგორიიდან სხვაში გადასვლის შანსი და შესაძლებლობა აქვს. ასეც ხდებოდა და ხდება. ეკლესია, რომელიც ქრისტემ და მისმა მოციქულებმა დააფუძნეს, იუდეველთა თვალსაწიერით სექტა იყო და თავდაპირველად ასეც აღიქმებოდა. VIIს-ის 20-30-იან წლებში ისლამსაც სექტად იცნობდნენ, მაგრამ მალე იგი მთელი რიგი ქვეყნებისა და სამეფოების ძირითად სარწმუნოებად იქცა. ეკლესია, რომელიც 1517 წელს ლუთერის თეზისების საფუძველზე შეიქმნა, იმხანად დემონინაციად გამოიყურებოდა, მაგრამ დღეს ლუთერული ეკლესია გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში სახელმწიფო რელიგიაა.

რელიგიურ გაერთიანებათა აღნიშნული ტიპები ყველა მსოფლიო რელიგიაში დასტურდება.



წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები