რეფიდიმის ბრძოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეფიდიმის ბრძოლა

რეფიდიმის ბრძოლა - (დაახლ. ძვ.წ. XV-XIV სს.) – ბრძოლა ებრაელებსა და ამალეკებს შორის.

ამალეკები მოსეს წინამძღოლობით ეგვიპტიდან გამოსული ებრაელების პირველი მტრები აღმოჩნდნენ. მოსე იძულებული გახდა ამალეკებს შებრძოლებოდა და მათგან მომდინარე საფრთხე ასე აღეკვეთა. გენერალური ბრძოლა რეფიდიმთან მოხდა. ორი არმია ერთმანეთის პირისპირ განლაგდა. მოსემ სწორი არჩევანი გააკეთა და ჯარის სათავეში ჩააყენა ახალგაზრდა, ნიჭიერი და სამხედრო საქმის კარგი მცოდნე სარდალი, იესო ნავეს ძე. თავად მოსე კლდეზე იდგა და აარონთან და ხურისთან ერთად ბრძოლის მსველობას თვალს ადევნებდა.

ბრძოლაში ებრაელებს მხოლოდ ქვეითი მეომრები ჰყავდათ, თუმცა საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებულები შუბებითა და ფარებით და ეგვიპტელთაგან გადმოღებული სამხედრო წესებით და წყობით იბრძოდნენ, ხოლო ამალეკებს, რომლებიც მომთაბარე ხალხები იყვნენ ჰყავდათ არამარტო ქვეითი მებრძოლები, არამედ აქლემებზე და ცხენებზე ამხედრებული მშვილდოსნები და შუბოსნები, თუმცა ამალეკების ჯარს არ ჰქონდა დისციპლინა და ისეთი საბრძოლო შემართება, როგორიც ეგეიპტიდან გამოსულ და უსამშობლოდ დარჩენილ ებრაელებს ჰქონდათ, ისინი ხომ გადასარჩენად იბრძოდნენ.

ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. ამალეკების მეთაურმა სწრაფად დაძრა ჯარები შეტევაზე, თუმცა ებრაელთა ერთსულოვანი მოქმედების შედეგად ამალეკებმა ვერ მოახერხეს მტრის მჭიდრო რიგების გარღვევა, საპირისპირო კონტრშეტევის შემდეგ კი ისინი სასტიკად დამარცხდნენ და უამრავი მეომარი დაკარგეს. იესო ნავეს ძე მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მეომრებთან ერთად იბრძოდა და რეფიდიმთან ბრძოლაში გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები